• რეკლამა
  • კონტაქტი
17:51, სამშაბათი, 30 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ოჯახი 14 დღეა მტკვარში, 21 წლის გოგოს ეძებს

ალია ავტორი - ალია
15:18 04-15-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
395

14 დღეა ოჯახი მდინარე მტკვარში 21 წლის გოგოს ეძებს. ინფორმაციას “რადიო მარნეული” ავრცელებს. ოჯახი აცხადებს, რომ სახელმწიფო გოგოს მოსაძებნად არაფერს აკეთებს, რის გამოც მათ სამძებრო სამუშაოები თავად დაიწყეს. ისინი მდინარეში კუსტარულად მოწყობილი “ტივტივათი”, პლასტმასის ბოთლებისგან შეკრული მაშველი რგოლით შედიან და ასე ცდილობენ დაკარგული ახალგაზრდის მოძებნას.

21 წლის აითაჯ მამედოვას ბიძა ამბობს, რომ 21 წლის გოგო პირველ აპრილს, დაახლოებით ღამის 12 საათზე გაუჩინარდა. აითაჯი მეგობრის დაბადების დღეზე იყო, იქიდან გამოსვლის შემდეგ კი თბილისში, “მშვიდობის ხიდის” მიმდებარე ტერიტორიიდან, გაუჩინარდა. რასულ ომაროვის განმარტებით, პოლიციამ მათ უთხრა, რომ ვიდეოზე ჩანს, როგორ ვარდება გოგო მდინარე მტკვარში, მაგრამ ოჯახის წევრებისათვის აღნიშნული ვიდეო არ უჩვენებიათ. ბიძის თქმით, გამოძიებას ორთაჭალის პოლიციის განყოფილება აწარმოებს. მისივე თქმით, სახელმწიფო აითაჯის სამძებრო სამუშაოებს სათანადო ძალისხმევით არ ასრულებს.

“4 კაცი ვართ, მე, ბიძაშვილი, მეზობლები. 4 კაცი თბილისიდან წითელ ხიდამდე ვეძებთ. ერთი ნავიც კი არ დამინახავს აქ, ღმერთს ვფიცავარ. ეს ბოთლებია ჩემი ნავი. სერიოზული პრობლემა გვაქვს. ჩვენი ძალებით, სახსრებით 4 ადამიანი ვატარებთ გამოძიებას. ერთი კვირაა მე ერთი ნავიც არ მინახავს წყალში. ვერაფერს ვხედავ. მხარდაჭერა არ არის” –ამბობს დაკარგული აითაჯის ბიძა, რასულ ომაროვი.

რადიო “მარნეულს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ყოველდღიურად მიმდინარეობს მდინარე მტკვრის მონიტორინგი, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია წყლის საშუალებები და მყვინთავები და მიმდინარეობს კალაპოტის დათვალიერება. შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
ახალი ამბები

პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება

13:50 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved