• რეკლამა
  • კონტაქტი
15:21, პარასკევი, 6 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ნული იქნება ჩემი, როგორც მსახიობის ფასი, ჩემთვის თუ სულერთი იქნება ამ ქვეყანაში კანონი თანაბრად იქნება თუ არა“ – ანა ტყებუჩავა სასამართლოზე

ალია ავტორი - ალია
14:50 01-22-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
989

თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ანა ტყებუჩავას ადმინისტრაციული საქმის განხილვა გადაიდო. პროცესი 10 თებერვალს გაიმართება.

მსახიობს 9 იანვრის აქციაზე, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებიან. საქმეს მოსამართლე ნინო ენუქიძე განიხილავს.

დღევანდელი სხდომის დაწყების წინ, მსახიობმა სასამართლოს მიმართა:

„პირველ რიგში ვიტყვი, რომ რუსთაველზე დგომა არის მნიშვნელოვანი, ვიცავ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და შემდეგ, სამწუხაროდ, ამას დაემატა უსამართლოდ დაკავებული ადამიანები და მათ გათავისუფლებას ვითხოვთ, ეს როგორც მოქალაქე. […]

ცნობილი სახე ვარ, ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და ყოველთვის ვცდილობ კარგი მაგალითი ვიყო განსაკუთრებით მოზარდებისთვის, რომელიც ამ შემთხვევაში ჩემი ქცევებიდან გამომდინარე, თუ ასეთი მაყურებელი გვყავს, ყოველთვის როცა რაღაც არასწორს ვაკეთებ, გაფართოებული თვალით მიყურებენ ხოლმე, ამის ერთ-ერთი მიზეზია, საჯაროდ სიგარეტის მოწევასაც თავი დავანებე, იმიტომ, რომ მართლა გაოცებულები მიყურებდნენ ეს ბავშვები. […]

ჩემი, როგორც მსახიობის კავშირი ამ მოვლენებთან, პირველ რიგში არის ის, რომ 0 იქნება ჩემი, როგორც მსახიობის ფასი, ჩემთვის თუ სულერთი იქნება ამ ქვეყანაში კანონი თანაბრად იქნება თუ არა და როდესაც ამ პროფესიას ირჩევ, პირველ რიგში, ადამიანური მიზეზია, რომ გინდა შენი უსამართლობა უფრო ფართოდ მიაწოდო, შენი ხმა მოისმინონ, გაიგონ, შემდეგ ცხოვრება, სამწუხაროდ, გთავაზობს კიდევ სხვა უსამართლობებს, რაზეც შენ სცენიდან გამოდიხარ და ესაუბრები შენ მაყურებლებს. ამიტომ მე არ ვიქნები მართალი, ძალიან არასწორი ვიქნები თუ ვისაუბრებ უსამართლობაზე და არ დავიჯერებ, რომ შეიძლება სიმართლემ გაიმარჯვოს, არ მქონდეს იმედი, იმიტომ რომ ეს არის ჩემი როგორც მსახიობის პირველი რიგში დანიშნულება, რომ სხვას მივცე იმედი და სხვას მოვუწოდო, რომ მის არასწორ საქციელს, შეიძლება ბევრი ცუდი რამ მოჰყვეს. ეს არის როგორც მსახიობის პოზიცია. ახლო წარსულში იყო ასეთი მაგალითი, მე ვთამაშობდი უკანონოდ დაპატიმრებული ახალგაზრდის დედას და როგორ შემიძლია სხვას ვაჩვენო ეს ტრაგედია, თუ რა ხდება ასეთ დროს იმ ადამიანების ოჯახში, თუ კი მე გულგრილი ვიქნები და არ ვიქნები ასეთი ადამიანების გვერდში, არ გავიზიარებ მათ პრობლემებს“ (პუბლიკა)

თეგები: ანა ტყებუჩავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved