• რეკლამა
  • კონტაქტი
05:49, პარასკევი, 15 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნუ წახვალთ უკრაინაში, ვინც არ ხართ ნამყოფი ომში და ვისაც გამოცდილება არა გაქვთ”– ვატო გელაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:29 12-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,579

“შეაჩერე კორუფციას” თანადამფუძნებელი, ვატო გელაშვილი, ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს:

“სამწუხარო ამბავი გვაქვს, დაგვეღუპა 5 ჩვენი თანამოქალაქე. გიორგი როსიტაშვილმაც დაწერა და ვინც ნამყოფი არა ხართ უკრაინაში, ამას ვერ გაიგებთ და ვინც ნამყოფი ხართ, ჩემი თხოვნა იქნება, ბიჭებო, გამოუცდელი ხალხი, ჩემსავით გამოუცდელი ხალხი, ომში ვისაც არა გაქვთ არანაირი გამოცდილება, ნუ წახვალთ უკრაინაში სასაკლაოზე, იქ ვერაფერს კაის ვერ ნახავთ, არაფერია იქ სანახავი კარგი. მე რასაც იქ ვუყურე, ნამდვილად არ მინდა, იგივე ნახოთ თქვენ.

მე მესმის ძალიან კარგად თანადგომა, ძალიან კარგად მესმის, რომ უკრაინელებს უჭირთ და მათთვის გვერდზე დგომა მნიშვნელოვანია, საერთო მტრის წინააღმდგე ბრძოლაც მნიშვნელოვანია, აარავის ვეტყვი რომ ცუდ და არასწორ საქმეს აკეთებთ, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის იმიჯს ინახავთ და არ შევარცხვინეთ ქვეყანა, ვინც იქ ვიყავით და ახლაც ვინც იქ არიან, მაგრამ მაინც მოერიდეთ გამოუცდელი ხალხი იქ წასვლას, თქვენ გამო, შეიძლება სხვა, გამოცდილი ჯარისკაცი დაკარგოს ჩვენმა ქვეყანამაც და უკრაინამაც.

დიდება გმირებს. ძალიან განვიცდი ამ ამბავს, მით უმეტეს როდესაც იცნობ ადამიანებს, რომლებიც იქ იღუპებიან. ძალიან მტკივნეულია. გტკივა, შენი ქართველია, არ გინდა რომ დაიღუპოს, არ გინდა დაკარგი ის ადამიანი, რომელსაც იცნობ, დამეგობრდი. ბიჭებო,  თუ თავს შეიკავებთ იქ წასვლისგან, იქნება ძალიან კარგი. საკმარისია, საკმარისი თანადგომა მიიღო ჩვენგან უკრაინამ, საკმარისი მსხვერპლი გავიღეთ ქართველებმა მშვიდობის შენარჩუნებისთვის მსოფლიოში. მოდი, ჩვენ ქვეყანას მივხედოთ, და ჩვენი გასაკეთებელი საქმე გავაკეთოთ. დანარჩენს მიეხედება ყველაფერს. ჩვენი პატარა ქვეყნისთვის ამდენი სისხლი ნამეტანია, პირველ ადგილზე ვართ იქ დაღუპული ადამიანების რაოდენობით და ზოგადად ეგრე იყო ყოველთვის, ყველგან პირველ ადგილზე ვართ, სადაც ომი და ბრძოლაა. მერე უკან მოვიხედებით და ეს ხალხი აღარა გვყავს გვერდით და ქვეყანა რჩება ვიღაცა ნაძირლებს და ვიგინდარებს.

ჩემი თხოვნაა, თუ მაინცდამაინც დახმარება გინდათ უკრაინისთვის, ბევრი საშუალება არსებობს უკრაინელების დასახმარებლად – ფონდებია, დღესაც პოლონეთში ახალგაზრდა გოგოები დადიოდნენ, აგროვებდნენ…

მესმის, მეც მაგ განცდით წავედი, მაგრამ ერთია როგორ მიდიხარ და მეორეა, როგორ მოდიხარ იქედან. წამოვედი დამძიმებული… თქვენ გამო შეიძლება ნამდვილი მებრძოლი დაკარგოს უკრაინულმა არმიამ და მართლა რომ საქმის გამკეთებელი და პროფესიონალი ადამიანი შეეწიროს არაპროფესიონალის ქმედებას. ჩემი თხოვნა იქნება, ნუ წახვალთ უკრაინაში, ვინც არ ხართ ნამყოფი ომში და ვისაც გამოცდილება არა გაქვთ.

დიდება გმირებს და ნეტა ბოლო იყოს, ნეტა, დამთვარდეს!”

http://

თეგები: ვატო გელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად
ახალი ამბები

დაიწყე კარიერა ტექნოლოგიებში თიბისი IT აკადემიასთან ერთად

14:14 05-14-2026
სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?
ახალი ამბები

სტერეოტიპი – მიკროავტობუსი საშიშია – რა იწვევს შიშს რეალურად?

20:31 05-13-2026
5 კითხვა, რომელიც პროფესიონალური დამკრძალავი ბიუროს არჩევაში დაგეხმარება
ახალი ამბები

5 კითხვა, რომელიც პროფესიონალური დამკრძალავი ბიუროს არჩევაში დაგეხმარება

18:37 05-13-2026
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, თეგეტა ჰოლდინგმა 11 მილიონი ევროს ობლიგაციები განათავსა

18:02 05-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved