• რეკლამა
  • კონტაქტი
04:02, შაბათი, 7 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნუ მაშინებთ ევროკავშირის ელჩით…” – თეა წულუკიანი

ალია ავტორი - ალია
14:21 07-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
494

ვიცე-პრემიერი, თეა წულუკიანი:

“ნუ გაყიდით ამ ამბავს წინასწარ ისე, თითქოს ეს ადამიანი მოკლა ან კერძო პირმა, ან მით უმეტეს, „მთავრობა მკვლელიას“ ძახილი არის სირცხვილი. არავინ აქ მკვლელი არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჩვენა კადრები, ეს კადრები ნახა საზოგადოებამ და როდესაც თქვენ, მედიასაშუალებებმა აწიეთ პანიკა, რომ ეს კაცი თურმე მოკლა მთავრობამ, რა თქმა უნდა, მთავრობას აქვს პასუხის უფლება.

მე ველოდები ექსპერტიზის დასკვნას და ვუსმენდი და ველოდებოდი კლინიკის დირექტორის ბრიფინგს, რომელიც ამბობს, რომ სამედიცინო პროტოკოლის შესაბამისად, პაციენტს გასვლის წინ ჩაუტარდა ტომოგრაფია, რომელმაც არაფერი აჩვენა ისეთი, რაც მიუთითებდა, რომ პაციენტის შინ გაშვება არ შეიძლებოდა. ამის შემდეგ, თუ არ ვცდები, ის ეთერშიც იყო თუ თქვენთან ურთიერთობდა, ნანახიც გყავთ კლინიკიდან გამოშვების შემდეგ. როდესაც არ ვიცით, ნუ ვიჩქარებთ ხოლმე დასკვნებს. ზოგიერთი ტელევიზია გუშინ მთელი დღე ამ ამბავს ასაღებდით ისე, თითქოს მთავრობის წევრებმა ეს ოპერატორი მოკლეს, ეს სირცხვილია. თქვენ ამას ასაღებდით, თითქოს ეს ოპერატორი მოკლა ილია მეორემ, ეს არის ერის სირცხვილი. დავსერიოზულდეთ, ახლა სიმშვიდის დროა, დაველოდოთ ექსპერტიზის შედეგებს, პირველადს და საბოლოოს, გამოძიებას და შევწყვიტოთ პროვოკაციებში მონაწილეობა ყველამ ერთად. ჩვენ უნდა ავაშენოთ ქვეყანა ყველამ ისე, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლები საკუთარი პოლიტიკური და ბინძური მიზნებისთვის გამოყენება ამ ქვეყანაში შეწყდეს. ასევე, ჩემი აზრით უნდა შეწყდეს და მოგიწოდებდით ამისკენ, უმრავლესობის მიმართ აგრესია, რომელიც თვლის, რომ აღლუმი რუსთაველის გამზირზე არ უნდა ჩატარდეს და ვისწავლოთ ერთმანეთის აზრის პატივისცემა.

ჟურნალისტებსაც გთხოვთ, ნუ მაშინებთ ევროკავშირის ელჩით, ვინაიდან, როდესაც თქვენ ქართველებს აშინებთ დასავლეთ ევროპელი უცხოელებით, აკეთებთ რუსულ საქმეს“

თეგები: თეა წულუკიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

15:33 02-06-2026
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14:51 02-06-2026
თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის

14:22 02-06-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მეორე ეტაპი აჭარაში გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მეორე ეტაპი აჭარაში გაიმართება

12:22 02-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved