ქართველი ებრაელი, ისრაელში მცხოვრები ექიმი ანა კოლ-შიმშილაშვილი:
„მე ღმერთი არა ვარ!
მაგრამ რას ვეუბნებით მსოფლიო იმ ბავშვებს, რომლებსაც მათში ღმერთი მოვუკალით?
იმედი მოვუკალით!
ებრაელები ამბობენ: ღმერთი ჰოლოკოსტის დროს მოკვდაო!
მე ვიტყოდი, რომ ღმერთს ჩვენ ყოველ დღე ვკლავთ:
ყოველ გაწბილებულ ადამიანში, ყოველ მოტყუებულ ადამიანში, ყოველ ატირებულ დედაში, ყოველ დაობლებულ ბავშვში, ყოველ ომში!
ჰოლოკოსტის დროს მილიონზე მეტი ებრაელი დახოცეს უკრაინელებმაო!!!
მერე?
მე ღმერთი ვარ განვსაჯო?
ღმერთი ვარ გავასამართლო მე-4 თაობა?
ჩემში რომ ღმერთია მეუბნება დავეხმარო და არ ვიყო ახალი ჰოლოკოსტის თანამონაწილე!
არ დავემსგავსო იმ ფაშისტებს!
ჩემში რომ ღმერთია კივის იმ ბავშვების საცოდაობით დღეს რომ უკრაინაში ტირიან!
ჩემში რომ ღმერთია მაფრთხილებს ჩემს შვილს გავუფრთხილდე აქ ისრაელში!
მაგრამ ჩემში რომ ღმერთია მეუბნება:
სიჩუმემ მოკლა 6 მილიონი ებრაელი!
ხარკოვში ეკლესია დაბომბესო!!!
ნუ გეწყინებათ რასაც დავწერ:
ეკლესიები კიდევ აშენდება, ეკლესია მხოლოდ შეკრების და ლოცვის ადგილია, სადაც ღმერთი ყოველ მლოცველთან ერთად მიდის! ცარიელი ეკლესია კი, ცარიელ ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო, იმიტომ რომ მლოცველებში ჯალათები ღმერთს კლავენ!
გადაარჩინე ერთი სული- გადაარჩინე მთელი სამყარო!
ხო და ნუ გამოხვალთ და ნუ მეტყვით : ვის იცავ შენ, ებრაელო, შენ ხომ მილიონი ებრაელი მოგიკლეს!
მე ამ თაობას პასუხს ვერ ვაგებინებ წინაპრების დანაშაულზე, მე ღმერთი არ ვარ!
მაგრამ ღმერთი დიდ გამოცდას გვიტარებს: აბა, რით ვჯობივართ წინა საუკუნის 40 იან წლებში განზე გამდგარ თაობას, რომლებიც დუმდენ როცა ხოცავდნენ ებრაელებს!
.. ..
წეღან სატელეფონო საუბრის დროს პირველად მოვისმინე ჩემი იულიას ტირილი…
ლვოვამდე ჩააღწია!
იქნებ და შეძლოს გადავიდეს პოლონეთში და იქედან კი ჩვენსკენ, ისრაელში…
ჩემი კოლეგებიდან ერთადერთმა გამოაღწია კიევიდან.“
კომენტარები