• რეკლამა
  • კონტაქტი
02:14, პარასკევი, 7 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნუ დაიჯერებთ ჭორებს, რომ “ჯანდაცვის მინისტრები მილიონებს აკეთებენ!” – დავით გადელია

ალია ავტორი - ალია
02:04 12-13-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი, დავით გადელია:

„დიდი სურვილი მაქვს ჩემი ქვეყნის მოქალაქეებში გაიფანტოს მაღალი თანამდებობების მიმართ მაგიური ზემოქმედებითი გავლენა და აღარ გვქონდეს ლამის ირაციონალური პატივისცემა და რიდი (ოცნებასაც არ ვწერ, რადგან ზოგისთვის ის ოცნების მიღმაცაა) “თანამდებობის პირებისადმი”.

მოგეხსენებათ, ახლა განთავისუფლდა ჯანდაცვის (მოკლედ ვამბობ) მინისტრის თანამდებობა და არის ერთი ამბავი- გამოკითხვები და მარჩიელობა-ვის დააყენებენ, ვის დანიშნავენ იქ, “ზევიდან”!?

მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მინისტრად დანიშვნა ჰგონია ოლიმპოზე, ღმერთების რანგში აყვანა. სრულიად ჩამორჩენილი შეხედულებაა! არის კი ასეთი მიმზიდველი მინისტრობა? განსაკუთრებით, ჩემს ახალგაზრდა მეგობრებრებს და თანამემამულეებს მივმართავ და მათ მინდა ჰქონდეთ სწორი, გამართული ხედვა. ფინანსური თვალსაზრისით: ვნახე მინისტრის ხელფასი (საჯარო ინფორმაციაა), 3500 ძირითადი+2700 ლარი დანამატი. ეს დარიცხული და ჯამში, თვეში ხელზე გამოსდით 5000 ლარის ფარგლებში. ნუ დაიჯერებთ ჭორებს, რომ “ჯანდაცვის მინისტრები მილიონებს აკეთებენ!” თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ 14-15 წელია ასეთი რამ არ მომხდარა და იმედი- რომ არასდროს მოხდება! ეს ჭორები მართალიც რომ იყოს, “თქვენ” ხომ არ ხართ ასეთი! “თქვენ” რომ დაგნიშნონ, ხომ არ მოიპარავთ ფულს და იქნებით ამ ხელფასის ამარა? ჰოდა უნდა გითხრათ, რომ თვეში 5000 ლარი არცერთი გამორჩეული, მოთხოვნადი ექიმისთვის არაა საოცნებო ხელფასი. არც კარგი მენეჯერისთვისაა ეს თანხა რაღაც საოცარი. ამიტომ, ჩემი აზრით, არცერთი გამორჩეული ექიმი, ან მაგარი მენეჯერი არ წავა ამ ეფემერულ, არასტაბილურ სამუშაოზე, სადაც დღე და ღამე უნდა იმუშაო, ძილშიც ფიქრისგან თავი გტკიოდეს და მაინც მოსახლეობის დიდი ნაწილი უკმაყოფილო გყავდეს და ორშაურად გაგინებდეს დედას! ოპოზიციაზე არაფერს ვამბობ… ამ ფასად არ ღირს ნამდვილად!

ამიტომ, ვინ უნდა წავიდეს ამ თანამდებობაზე? როგორაა სხვაგან? ცხადია პოლიტიკოსი! ადამიანი ვისაც აქვს ამ მიმართულებით პოლიტიკის წარმოების ვალდებულება, თავისი გუნდის წინაშე. აქ კარგი ექიმობა ან რაიმე სენტიმენტები გამორიცხულია. მეტიც- სასაცილოც! ისე, გულახდილად რომ ვთქვათ- არც ექიმობაა აუცილებელი, მაგრამ კონსერვატორები ვართ ექიმები და მაინცდამაინც არ გვიყვარს, როცა მინისტრი სხვა პროფესიისაა (მგონი სულ 1 შემთხვევა იყო ჩვენთან). მთავარი და შეიძლება ერთადერთიც, რაც მოეთხოვება მინისტრობის კანდიდატს, არის სისტემური აზროვნება. სასურველია, მთელი სისტემა დეტალებში ჰქონდეს წარმოდგენილი. აუცილებელია ასევე, რომ მინისტრი ეთანხმებოდეს არსებულ სისტემას, ან თუ თვლის რომ სისტემა (ამ შემთხვევაში ჯანდაცვის) შესაცვლელია – წინასწარ წარმოადგინოს შეცვლის კონცეფცია.

პ.ს. ერთ-ერთ საიტი ეკითხებოდა მკითხველს- ვის ისურვებდა ჯანდაცვის მინისტრად. აბსოლიტური უმრავლესობის პასუხი ისეთი იყო, რომ ისევ დავრწმუნდი დიდ სიბრძნეში: ძალიან ბევრ ხალხს ერთდროულად, ჭკუა არ უნდა მოკითხო!“

თეგები: დავით გადელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით
ახალი ამბები

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით

16:49 11-06-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა

10:44 11-06-2025
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved