დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი:
“ახლა ერთი მოგონება ჩამიგდო მეგობარმა:” 80-იან წლებში კრემლის პოლიტბიუროს წევრის- ლიგაჩოვის წინადადებით გაჟღერდა – “სუხოი ზაკონი” ანუ “მშრალი კანონი” (სასმელის აკრძალვასთან დაკავშირებით შემოვიღოთო) და ეს ლიგაჩოვი საქართველოში ჩამოვიდა აქ როგორ მუშაობს ეს კანონი უნდა ვნახოო (როგორია საქართველოში ღვინის -ვაზის ქვეყანაში “სუხოი ზაკონი”?!)
ჰოდა გაფართოებულ აქტივის კრებაზე, სადაც შემოქმედებითი ინტელიგენციაც მიწვეული იყო განიხილებოდა ამ კანონის “მუშაობა”, გაიღო დარბაზის კარი (კრება ბ.ნ ჟიული შარტავას მიჰყავდა) და ვხედავთ ჯანსუღი შემოვიდა ორ მეგობართან ერთად, სამივე ცოტა ნასვამები იყვნენ, კოია გომართელი და გურამ ლორთქიფანიძე (ლორთქია) ახლდნენო, ჰოდა ჯანსუღს ჰკითხეს, ბ.ნო ჯანსუღ მიკროფონთან თქვენი აზრი დააფიქსირეთო, მივიდა ჯანსუღი მიკროფონთან და ღიმილით თქვა მე ლექსად ვიტყვიო:
” ნუ აყობით ლიგაჩოვს ,
ძღ—ის ჭამას მიგაჩოვთ”.
ნუ ატყდა მაგრამ რა ატყდა-ხარხარი, ვერ ჩერდება დარბაზი, ეს ლიგაჩოვი იძახის გადამითარგმნეთო, შარტავა იცინის და თან იძახის არ გადათარგმნოთო და მოკლედ ასე……
რაც მთავარია ვერ იმუშავა საქართველოში – ვაზის ქვეყანაში კრემლის დუპლეტურმა სურვილმა”
კომენტარები