• რეკლამა
  • კონტაქტი
11:47, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნოვაკ ჯოკოვიჩის სავიზო სკანდალი შეიძლება პატიმრობით დასრულდეს

ალია ავტორი - ალია
18:34 01-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიაში რჩება, მაგრამ ჯერ არავინ იცის, შეძლებს თუ ვერა ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშს. პრესტიჟული ტურნირის დაწყებამდე – 17 იანვრამდე, სერბ ჩოგბურთელს სავარაუდოდ კიდევ მოუწევს სავიზო საკითხზე განმარტებების გაკეთება და გამორიცხული არაა, საქმე არა თუ ვიზის გაუქმებამდე, არამედ სპორტსმენისადმი გაცილებით მძიმე ბრალდების წაყენებამდეც მივიდეს. ავსტრალიური გამოცემების ცნობით, არსებობს ეჭვი, რომ ჯოკოვიჩმა მელბურნში მოსახვედრად, სავიზო ანკეტის შევსებისას იცრუა და გააყალბა უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი. თუ ეს ვარაუდი დამტკიცდა, სერბ ჩოგბურთელს სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ბრალდებას წაუყენებენ და შესაძლოა ერთწლიანი პატიმრობაც დაემუქროს.

ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, ჯოკოვიჩმა ანკეტაში არ მიუთითა ყველა ის ქვეყანა, რომლებშიც იმყოფებოდა მელბურნში ჩაფრენამდე, ბოლო თოთხმეტი დღის განმავლობაში. ეს კი ერთ-ერთი საფუძველი შეიძლება გახდეს, მინიმუმ, ვიზის გასაუქმებლად. ავსტრალიის ემიგრაციის მინისტრს აქვს უფლება, ასეთი შემთხვევის დროს, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება დეპორტირების შესახებ.

ავსტრალიის საზღვრის დაცვის სამსახურისთვის წარდგენილ დეკლარაციაში სერბმა ჩოგბურთელმა ჩაწერა, რომ მელბურნში ჩავიდა ესპანეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროების გავლით და იქამდე ორი კვირის განმავლობაში – 22 დეკემბრიდან 5 იანვრამდე, სხვა ქვეყანაში არ ყოფილა. არადა სოციალურ ქსელებში არსებობს პუბლიკაციები, ნოვაკის მიერ ბელგრადში 25 დეკემბერს გამართულ ხალხმრავალ ღონისძიებაში მონაწილეობაზე, ხელბურთელ პეტარ ჯორჯიჩთან ერთად.

ჯოკოვიჩის წინააღმდეგ გამოსაყენებელ არგუმენტთა შორის, დიდი ალბათობით, მოხვდება სხვა ღონისძიებებიც. მათ შორის, სერბეთის საფოსტო სამსახურის საზეიმო მიღება, ბავშვების დაჯილდოვების ცერემონიალი თავის საჩოგბურთო ცენტრში და ფრანგულ გამოცემა „ეკიპთან” ინტერვიუ და ფოტოსესია. ეს ღონისძიებები გაიმართა 17 და 18 სექტემბერს. არადა ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ავსტრალიის მთავრობის მიერ სავიზო გამონაკლისის დაშვება ეფუძნებოდა 16 დეკემბრით დათარიღებულ საბუთს – სპორტსმენის დადებით PCR-ტესტს. სწორედ ახლადგადატანილი კოვიდი იყო ის არგუმენტი, რომელიც არავაქცინირებულ ჩოგბურთელს ავსტრალიის ტერიტორიაზე მოხვედრაში უნდა დახმარებოდა. თითქოს ყველაფერი მოგვარდა და ნოვაკ ჯოკოვიჩი მელბურნში დაიმედებული ჩაფრინდა, მაგრამ საზღვრის დაცვის სამსახურმა გამონაკლისისთვის წარმოდგენილი საბუთები საკმარისად არ ჩათვალა და სერბი კარანტინ-სასტუმროში გადაიყვანა. ნოვაკის ადვოკატებმა საქმე მელბურნის სასამართლოში გაასაჩივრეს და 10 ივნისს, სასურველი ვერდიქტიც მოისმინეს ავსტრალიელი მოსამართლისგან – ნოვაკს სავიზო შეზღუდვა მოეხსნა.

ავსტრალიის ემიგრაციის სამინისტრო ამ თემაზე აქტიურად მუშაობს და სავარაუდოდ, საბოლოო გადაწყვეტილებასაც მალე მიიღებს. გამორიცხული არაა, ემიგრაციის მინისტრი პირადად შეხვდეს ნოვაკ ჯოკოვიჩს. მელბურნში კი მსოფლიოს პირველი ჩოგნის გულშემატკივრები დროდადრო აქციებს მართავენ და ჯოკოვიჩის ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაშს მოითხოვენ.

წყარო – რადიო თავისუფლება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved