• რეკლამა
  • კონტაქტი
02:08, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნოვა კახოვკის კოლაბორანტმა გამგებელმა საქართველოში რესტორნი იყიდა? – ვიდეო

ალია ავტორი - ალია
20:32 08-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
11,316

“ალფა ნიუსის” ინფორმაციით, დროებით ოკუპირებული ხერსონის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტის ნოვა კახოვკის გამგებელი, შესაძლოა, საქართველოში იყო ჩამოსული იმ პერიოდში, როცა ის “უკრაინის ადმინისტრაციის რადარებიდან გაქრა”, – ამის შესახებ ხერსონის სამხედრო-საოლქო ადმინისტრაციის მეთაურის თანაშემწე სერგეი ხლანი “ინსაიდერის” ეთერში ჰყვება, როცა იმ შიშებზე საუბრობს, რაც ხერსონის ოლქის ჩინოვნიკებს უკრაინის არმიის წარმატებული იერიშების შემდეგ გაუჩნდა.

“ალფა სიხშირე” ავრცელებს ამონარიდს სერგეი ხლანის მონათხრობიდან, სადაც ის სწორედ იმაზე საუბრობს, რომ ნოვა კახოვკის კოლაბორანტმა გამგებელმა პაველ ფილიპჩუკმა, რომელიც კახოვკას ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტ ივან ეფიმენკოსთან მეგობრობს საქართველოში რესტორნის შესაძენად დედამისი გამოუშვა. ხლანის თქმით, არაა გამორიცხული, თვითონ ფილიპჩუკიც საქართველოში ყოფილიყო ჩასული:

“ცოტა ხნის წინ ის ჩვენი მეთვალყურეობის რადარებიდან გაქრა, შემდეგ ისევ გამოჩნდა. როგორც კახოვკაში ამბობენ, არაა გამორიცხული, დედამისის ბიზნესისთვის თვალის შესავლებად საქართველოში ყოფილიყო ჩასული და აქ მთავარი თემა და ინტერესი ისაა, თუ რატომ აირჩია ფილიპჩუკმა მაინცდამაინც საქართველო და არა, ვთქვათ, რუსეთი, რომელსაც ემსახურება და განადიდებს”, – ამბობს სერგეი ხლანი.

საინტერესოა ისიც, რომ უკრაინული მხარის ინფორმაციით, ფილიპჩუკმა ბიზნესის საქართველოში დასაწყებად ფული სწორედ კოლაბორაციული გზებით: კრიმინალურ ავტორიტეტთან კავშირით და ადგილობრივი მოსახლეობის, პროუკრაინულად განწყობილი მეწარმეებისგან ფულის გამოძალვით იშოვა.

 

თეგები: რუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved