• რეკლამა
  • კონტაქტი
15:08, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნორმალურ ქვეყანაში ამ დროს პაციენტებს თმებით არ ვათრევთ, რომ დახმარება აღმოვუჩინოთ – ნანა გეგეჭკორი

ალია ავტორი - ალია
20:56 11-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:

„ექიმებს გვაქვს ვალდებულება ნებისმიერი პაციენტის გასინჯვის დროს აუციელბლად მივაქციოთ ყურადღება პაციენტზე ძალადობის ნიშნებს. ასეთი ვალდებულება გვაქვს ნებისმიერ პაციენტთან. მაშინაც კი როცა პაციენტი ინფარქტით შემოდის ჩემთან, ფიზიკური გასინჯვისას უნდა ავღწერო ყველა წვრილმანი რაც სხეულზე ყურადღებას იქცევს. თუ ვპოულობ რაიმე საეჭვო ნიშანს ძალადობისას მივყვები სპეციალურ პროტოკოლს. ამგვარი პროტოკოლის თანახმად, ექიმის უპირველესი საზრუნავია პაციენტი მოაშოროს ძალადობის საფრთხის შემცველ პირს ან გარემოს. პენიტენციალურმა სისტემამ გაასაჯაროვა პაციენტზე ძალადობის პირდაპირი მტკიცებულება. სასწრაფოდან პაციენტ სააკაშვილის გადმოყვანის ეპიზოდი შეიცავს ორ დანაშაულს; ადამიანზე ძალადობას და პაციენტის ნების წინააღმდეგ სამკურნალო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციას. მათთვის, ვისაც აქვს კითხვები ამასთან დაკავშირებით, განვუმარტავ… პაციენტი სააკაშვილი გადაჰყავთ არა ციხიდან ციხეში, არამედ ციხიდან სამკურნალო დაწესებულებაში. სამკურნალო დაწესებულებაში პაციენტის გადაყვანას სჭირდება წერილობითი ინფორმირებული თანხმობა. მითუმეტეს, როცა საქმე ეხება ელექტროლიტური ბალანსის პრობლემების მქონე პაციენტს. ასეთი პაციენტის ტრანსპორტირება შეიცავს ფატალური გართულებების რისკს. შესაბამისად, ამ რისკების შესახებ პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული და თანხმობა უნდა იყოს ხელმოწერილი პაციენტის, ექიმის და მესამე პირის მიერ, ვინც ამ საუბარს დაესწრო. თუ თავიდან პაციენტი სააკაშვილი მოტყუებით დაითანხმეს სხვა სამკირნალო დაწესებულებაში გადასვლაზე და სხვაგან მიიყვანეს, ეს კოდევ ცალკე დანაშაულია. რა უნდა გაკეთებულიყო როცა მან უარი თქვა სასწრაფო დახმარების მანქანიდან გადმოსვლაზე? როცა პაციენტი ჰოსპიტალიზაციის ან მკირნალობის უარზეა, ივსება სპეციალური ფორმა, against medical advice, სამედიცინო რჩევის საწინააღმდეგოდ მოქმედება. ეს ფორმა ამბობს, რომ პაციენტს განემარტა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე რისკები, შეთავაზებული მკირნალობით მიღებული სარგებელი, მან ყველაფერი ადექვატურად გაიგო, გააცმობიერა რისკები და მიუხედავად ყველაფრისა უარი თქვა ექიმის შეთავაზებაზე. ამ საუბარს უნდა ესწრებოდეს მოწმე და ფორმა ხელმოწერილი იყოს პაციენტის, ექიმის და მოწმის მიერ. ამის შემდეგ პაციენტი სააკაშვილი მინიმუმ უნდა დაებრუნებინათ იმ დაწესებულებაში საიდანაც მოტყუებით წამოიყვანეს. უკეთეს შემთხვევაში კი, ჯანმრთელობის რისკებიდან გამომდინარე უნდა შეეთავაზებინათ უსაფრთხო ალტერნატივა. ამას ვწერ როგორც ექიმი. ეს არის ექიმის ყოველდღიური, კლინიკური პრაქტიკის ნაწილი. არა ერთხელ მქონია კლინიკურ პრაქტიკაში შემთხვევები როცა პაციენტი არ ეთანხმება შეთავაზებულ დახმარებას. ნორმალური ქვეყანაში ამ დროს პაციენტებს თმებით არ ვათრევთ რომ დახმარება აღმოვუჩინოთ. ამ მოქმედებებს საფუძვლად უდევს კანონი პაციენტის უფლებების შესახებ“ – წერს ნანა გეგეჭკორი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved