უკრაინაში, საგანმანათლებლო დაწესებულებების არავაქცინირებულ თანამშრომლებს ნოემბრიდან სამსახურში არ დაუშვებენ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა.
„მასწავლებლები შედიან იმ პროფესიათა ჩამონათვალში, რომელთა წარმომადგენლები აუცილებლად აცრილები უნდა იყვნენ. თუ განათლების სფეროს მუშაკებს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ნოემბრამდე არ ექნებათ ჩატარებული, მათ, საკარანტინო პერიოდის განმავლობაში, მუშაობის უფლება შეუჩერდებათ ანაზღაურების მიღების გარეშე,“- აცხადებს ლიაშკო.
მინისტრის თქმითვე, პედაგოგებისთვის ვაქცინაცია არა მხოლოდ მუშაობის გაგრძელების საშუალებაა, არამედ, პირველ რიგში, საქმე ეხება მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის და ასევე ბავშვების უსაფრთხოების დაცვას.