• რეკლამა
  • კონტაქტი
22:36, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნოდარ მელაძის ინფორმაციით, ვატო წერეთელზე თავდასხმის საქმის გამოძიებაზე საგამოძიებო სამსახურმა უარი თქვა

ალია ავტორი - ალია
13:56 07-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
853

ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის ინფორმაციით, ვატო წერეთელზე თავდასხმის ფაქტის შესწავლაზე საგამოძიებო სამსახურმა უარი თქვა:

“გუშინ, აშშ-ს საელჩოში მომხდარი ამ მძიმე ინციდენტის შემდეგ, მედიაკოალიციის წარმომადგენელმა ნათია კაპანაძე, რომელიც იმყოფებდა იმ ტერიტორიაზე, მყისიერად დაუკავშირდა საგამოძიებო სამსახურს , შეატყობინა მომხდარს შესახებ და სთხოვა, რომ დაეწყოთ შესაბამისი მოქმედებები, მათ თქვეს, რომ ეს საქმე მათი ქვემდებარე არ არის.” თქვა ნოდარ მელაძემ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემა “დღის სტუმარში” ჩართვისას.
თავდასხმაში ანრი ოხანაშვილის გარდა “ოცნების” დეპუტატი ლევან მგალობლიშვილიც მონაწილეობდა, რასაც ნოდარ მელაძე სავარაუდო დანაშაულებრივ სქემას უკავშირებს, რომელშიც მისივე ინფორმაციით, მგალობლიშვილია ჩართული.

“ლევან მგალობლიშვილის თავდასხმას ვატო წერეთელზე მე პირადად ვუკავშირებ შაბათის ეთერის გამოძიებას მის საქმიანობასთან დაკავშირებით. ჩვენმა გუნდმა აღმოაჩინა რომ თბილისის ცენტრში სტრიპტიზ კლუბების ფართებს ფლობს ლევან მგალობლიშვილი. საუბარია კლუბებზე, სადაც ადგილი შეიძლება ჰქონდეს კანონის მიღმა მოქმედებებს და ეს ჩვენ ჩანაწერებით დავადასტურეთ” ამბობს მელაძე “დღის სტუმრის” ეთერში.  ტვ პირველის დამფუძნებელს, ვატო წერეთელს ქართული ოცნების დეპუტატები თავს აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე, გუშინ, 30 ივნისს, საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დაესხნენ. ინციდენტში ანრი ოხანაშვილის გარდა მონაწილეობდნენ ირაკლი ზარქუა, ბექა ოდიშარია და ლევან მგალობლიშვილი, თუმცა როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, ოდიშარია და ზარქუა კონფლიქტის განმუხტვას ცდილობდნენ.

წყარო: ნიუპოსტი. 

თეგები: გამოძიებავატო წერეთელინოდარ მელაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved