• რეკლამა
  • კონტაქტი
21:30, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნიურნბერგის პროცესი რომ არ მომხდარიყო, ჰიტლერი 30-40 %-ს აიღებდა“ – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
01:59 12-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

დამნაშავესთან ვერ შერიგდები, თუ დამნაშავემ დანაშული არ აღიარა – შეფასება უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენ თეორიულად დავუშვათ საუბარი შერიგებაზე – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ ე.წ. შერიგებასთან დაკავშირებით გაჟღერებულ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, არანაირ წინაპირობას და არც ულტიმატუმს არ აყენებენ, მაგრამ არსებობს ბუნებრივი წინაპირობები, რომლის შემდეგაც შეიძლება შერიგებაზე ისაუბრონ.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პრეზიდენტის ინიციატივას გამოვეხმაუროთ, ჩვენი მხრიდან ნაბიჯები გადაიდგმება. ქვეყანაში თუ რაიმე შეამცირებს პოლარიზაციის ხარისხს, რა თქმა უნდა, ეს კარგი იქნება. თუმცა არსებობს გარკვეული წინაპირობები, ეს არის ბუნებრივი წინაპირობები. ჩვენ არანაირ წინაპირობას და არც ულტიმატუმს არ ვაყენებთ, მაგრამ არსებობს ბუნებრივი წინაპირობები, რომლის შემდეგაც შეიძლება ჩვენ ვისაუბროთ შერიგებაზე. რაღაცები უნდა შეფასდეს და ეს შეფასებები გააადვილებს, თუნდაც იმას რასაც ჰქვია შერიგება. პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ისაუბრა და აქცენტი გააკეთა შეფასების მნიშვნელობაზე. რაღაცების შეფასება ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ რაღაც პროცესში წინ წავიდეთ, მათ შორის პოლიტიკურ პროცესში. იმისათვის, რომ მოხერხდეს თანამშრომლობა, თუნდაც ორ პოლიტიკურ ძალას შორის, მნიშვნელოვანია რაღაცებთან დაკავშირებით საერთო შეფასება გაკეთდეს. ეს შეფასება შეიძლება გაკეთდეს საერთო ფორმატში.

ჩვენ ხომ არ ვყოფილვართ ინიციატორები, სააკაშვილმა ახსენა შერიგება პირველად, შემდეგ გაგრძელება იყო ქალბატონი სალომეს მხრიდან. თუ საუბარია რაიმე პროცესზე, რომელიც საქართველოში შეამცირებს პოლარიზაციის ხარისხს, ამას მივესალმები და ამაში მონაწილეობას მივიღებთ მაქსიმალურად“, – განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განმარტებით, შერიგების წინაპირობა უნდა იყოს ის, რომ დანაშაული უნდა იყოს დაფიქსირებული, აღიარებული და შემდეგ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ „ასეთი დანაშაულის ჩამდენ პოლიტიკოსებს აღარ გვეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა“.

„ჩვენ ვსაუბრობთ მარტივ სტანდარტზე. ეს მარტივი სტანდარტი არის – როდესაც პოლიტიკოსი ჩადის დანაშაულს, ის გადის პოლიტიკიდან. ეს არის ისეთი მარტივი სტანდარტი, რომლის გარეშეც ევროპული დემოკრატია ვერ ფუნქციონირებს ვერცერთ სახელმწიფოში. ეს პოლიტიკური სტანდარტი, რაც არის პოლიტიკური კულტურის პროდუქტი ევროპაში, დავამკვიდროთ რაღაც ერთობლივი გადაწყვეტილებით საქართველოში. მგონია, რომ საქართველო ამას იმსახურებს. ჩვენი დემოკრატია არის საკმაოდ ახალგაზრდა, მაგრამ საკმარისად მომწიფებულია იმისთვის, რომ ეს მინიმალური ევროპული სტანდარტი ჩვენთან დავამკვიდროთ. ამისთვის საჭიროა ავიღოთ კონკრეტული დანაშაულები, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ჩადენილი. იქნებ ვცდებით ასეთი რამ, რომ წარმოვიდგინოთ თეორიულად. კონკრეტული ტელევიზიები არ მიუტაცებიათ შეიძლება ამაშიც ვცდებით, შეიძლება ვცდებით, რომ მათზე „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოუპოვებია კონტროლი. შეიძლება ადამიანები არ დაუხოციათ, ციხეებში არ კვდებოდა 12-ჯერ მეტი კაცი, ვიდრე ჩვენ დროს ხდება ეს ყველაფერი და ა. შ. შეიძლება ჩვენ ვცდებით და ეს ყველაფერი ბუნებაში არ არსებობდა. ამიტომ ერთად დავსხდეთ და ვნახოთ რატომ კვდებოდა ციხეებში 12-ჯერ მეტი ადამიანი, იყო თუ არა წამება, როდესად ამას კონკრეტული ადამიანები ამბობენ. თუ მათ უნდათ საუბარი შერიგებაზე, მაშინ ეს პროცესი წარმოგვიდგენია ჩვენ. დამნაშავესთან ვერ შერიგდები, თუ დამნაშავემ დანაშული არ აღიარა.

რომ არ მომხდარიყო ნიურნბერგის პროცესი, ჰიტელრი მინიმუმ 30-40 პროცენტს აიღებდა გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რადგან იყო რაღაც სენტიმენტები. ამიტომ არის საჭირო პოლიტიკური სტანდარტი და სამართლებრივი შეფასება. შევაფასოთ, გინდ ნიურნბერგის პროცესი იყოს, გინდა ბუენოს-აირესის. მთავარია რაღაცა შეფასება გაკეთდეს იმისთვის, რომ თეორიულად დავუშვათ საუბარი შერიგებაზე. შერიგების წინაპირობა უნდა იყოს ის, რომ დანაშაული უნდა იყოს დაფიქსირებული, აღიარებული და შემდეგ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი დანაშაულის ჩამდენ პოლიტიკოსებს აღარ გვეკუთვნის პოლიტიკაში დარჩენა. თუ ეს ყველაფერი არ უნდათ, ეს ჩვენი ინიციატივა არ იყო“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, საუბარია არა სრულად „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკიდან გასვლაზე, არამედ ლიდერების.

„დავავიწროვოთ წრე, იქ არიან ახალი თაობის პოლიტიკოსები. თუ უშუალოდ არ აქვთ ჩადენილი დანაშაული, კი ბატონო, დარჩნენ პოლიტიკაში, მაგრამ რაც შეეხება მოძრაობის ლიდერებს სააკაშვილი-უგულავა-ბოკერია, ვინც ლიდერები იყვნენ ამ დანაშაულებრივი სისტემის რა თქმა უნდა, მათ ეკუთვნით, რომ კონკრეტული პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე. ჩვენ ხომ პარტიაზე არ ვსაუბრობთ, არიან კონკრეტული ლიდერები. პარტიას ხომ არ ვკრძალავთ, ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა, ეს საკონსიტუტიცო სასამართლოს პრეროგატივაა. ნუ დათანხმდებიან, მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა: „მეც არ მგონია რეალური, რომ სააკაშვილმა, უგულავამ და ბოკერიამ ქუდი დაიხურონ და წავიდნენ პოლიტიკიდან. ამის უნარი რომ ჰქონდეთ, დანაშაულებსაც არ ჩაიდენდნენ“, – დასძინა მან.

თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved