• რეკლამა
  • კონტაქტი
19:44, ხუთშაბათი, 30 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნიუ ჰოსპიტალსში“ ჭარბწონიანი პაციენტებისთვის ქირურგიულ ჩარევებზე უპრეცედენტო შეთავაზება მოქმედებს

ალია ავტორი - ალია
18:15 08-23-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
802

„ნიუ ჰოსპიტალსი“ მორბიდული სიმსუქნის მქონე პაციენტებს განსაკუთრებულ პირობას სთავაზობს. პაციენტებს, რომელთაც აწუხებთ ჭარბი წონა, შესაძლებლობა ეძლევათ ისარგებლონ ბარიატრიული ქირურგის უფასო კონსულტაციით; ასევე, მიიღონ უპრეცედენტო ფასდაკლება ბარიატრიულ პროცედურებსა და პაციენტის მეთვალყურეობის პროგრამაზე. პაციენტებს სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ 30 წლიანი გამოცდილების მქონე ქირურგი, გია მოსიაშვილი და ენდოკრინოლოგი, ლიკა კაჭარავა.

კონსულტაცია რეკომენდებულია პაციენტებისთვის, ვისაც აწუხებს:
– ჭარბი წონა და ჰქონია დიეტით წონის კლების წარუმატებელი მცდელობები.
ასევე, პაციენტებისთვის, რომელთაც ხანგრძლივი მკურნალობის შედეგად ვერ მიაღწიეს შედეგს;
– შაქრიანი დიაბეტი (ტიპი 2) ან აქვს მისი განვითარების მაღალი რისკი;
– მორბიდულ სიმსუქნესთან დაკავშირებული ცხოვრების ხარისხის გაუარესება.

მორბიდული სიმსუქნე დაკავშირებულია ჯანმრთელობის რისკებთან და იწვევს ისეთ გართულებებს როგორიც არის: შაქრიანი დიაბეტი (ტიპი 2), ღვიძლის გაცხიმოვნება, ინფარქტი, ინსულტი, ხერხემლის და ქვემო კიდურების მსხვილი სახსრების დაზიანება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული და მწვავე დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია და ძილის აპნოე. მორბიდული სიმსუქნით დაავადებულ ადამიანებში მაღალია სხვადასხვა კიბოს განვითარების რისკი და სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

ბარიატრიული ქირურგია მორბიდული სიმსუქნის მკურნალობის მიმართულებაა, რომლის საშუალებით შესაძლებელია ადამიანის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. ბარიატრიული მკურნალობის მეთოდის შერჩევა ხდება ექიმთან კონსულტაციის შედეგად, ინდივიდუალურად, პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. ბარიატრიული ქირურგიის ცენტრის მაღალკვალიფიციური გუნდი უახლესი აპარატურის გამოყენებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს ქირურგიული პროცედურების ჩატარებას და პაციენტების პოსტოპერაციულ მეთვალყურეობას. მკურნალობის პროცესში ერთვება მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც მოიცავს ბარიატრიულ ქირურგს, ენდოკრინოლოგს, ფსიქოლოგს, გასტროენტეროლოგს, თერაპევტს, კარდიოლოგს,

გინეკოლოგს, ანგიოლოგს, ანესთეზიოლოგს და რადიოლოგს. პაციენტებისთვის შესაძლებელია ერთ სივრცეში მიიღონ ყველა აღნიშნული სერვისი, როგორც წინასაოპერაციო ასევე ოპერაციის შემდგომ პერიოდში და აწარმოონ ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი.

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved