• რეკლამა
  • კონტაქტი
00:57, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნიუ ჰოსპიტალსში“ ნევროლოგიის ინსტიტუტის დამაარსებლის, პეტრე სარაჯიშვილის ბიუსტი გაიხსნა

ალია ავტორი - ალია
18:37 04-12-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
505

„ნიუ ჰოსპიტალსში“ კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის დამაარსებლის, აკადემიკოსის, პეტრე სარაჯიშვილის ბიუსტი გაიხსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მედიცინის სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, PSP ჯგუფის დამფუძნებლები და პეტრე სარაჯიშვილის ოჯახის წევრები.

პეტრე სარაჯიშვილს საპატიო ადგილი უჭირავს ქართული მედიცინის ისტორიაში. გამორჩეულია მისი წვლილი ქართული ნევროლოგიის განვითარებაში. პეტრე სარაჯიშვილი, უცხოეთში განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მიღების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და ათწლეულების მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტს. მან შეისწავლა ეპილეფსიის პათოგენეზი და კლინიკური კლასიფიკაცია, ასევე კაროტიდული სინუსის გავლენა თავის ტვინის სისხლის მიმოქცევაზე. პეტრე სარაჯიშვილმა პირველმა აღწერა ნეირო-აქილიური სინდრომი და ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა ნევროლოგიის დარგის განვითარებაში.

იგი აგრეთვე იყო მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მსოფლიოს არაერთი საზოგადოების საპატიო წევრი, ენციკლოპედიების რედაქტორი და საქართველოს ნევროპათოლოგთა და ფსიქიატრთა სამეცნიერო საზოგადოების თავმჯდომარე. მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება და არაერთი საპატიო
ორდენი.

მრავალპროფილური კლინიკის, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიური განყოფილება პეტრე სარაჯიშვილის სახელობის ნევროლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე 2011 წელს შეიქმნა და მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგიური მომსახურების სფეროები მოიცავს ინსულტის, მოძრაობის დარღვევების, ეპილეფსიის, ნეირო-ინფექციური, ნეირო-კუნთოვანი და ცერებროვასკულური დაავადებების მკურნალობას. ასევე, ნეირო-რეაბილიტაციის პროცედურებს, ავტონომიურ, ქცევით, ბავშვთა და მოზარდთა ნევროლოგიას.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved