• რეკლამა
  • კონტაქტი
21:33, ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნიუ ჰოსპიტალსში“ „მეიოს კლინიკის“ პედიატრიული მიმართულების ექიმები სემინარებს გამართავენ

ალია ავტორი - ალია
20:30 09-16-2023
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
509

19-20 სექტემბერს „ნიუ ჰოსპიტალსს“ ამერიკის საუკეთესო ჰოსპიტალის, „მეიოს კლინიკის“ დელეგაცია ეწვევა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის სამედიცინო პერსონალისთვის სემინარებს გამართავს.

ვიზიტის ფარგლებში მსოფლიოს წამყვანი კლინიკის ექიმები „ნიუ ჰოსპიტალსის“ სამედიცინო პერსონალს გაუზიარებენ ცოდნას და გამოცდილებას ბავშვთა დაავადებების რადიოლოგიურ ჭრილში დიაგნოსტირებისა და მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ. სემინარებზე ასწრება ასევე შესაძლებელია იქნება პედიატრებისა და ბავშვთა მედიცინის დარგში ჩართული ყველა ექიმისთვის.

სემინარებს გაუძღვებიან „მეიოს კლინიკის“ მედიცინისა და მეცნიერების სკოლის პედიატრიის მიმართულების პროფესორი, ნეონატალური და პერინატალური მედიცინის პროგრამის დირექტორი, უილიამ ქერი და „მეიოს კლინიკის“ უნარჩვევების და პროცედურების მენეჯერი, ქენდი ჰობსი. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება პედიატრიის აქტუალური საკითხები:

19 სექტემბერს, 11:00-დან 14:00 საათამდე

  • ღია არტერიული სადინარის დროს მართვა, უილიამ ქერი
  • ჰოსპიტალური და ვენტილატორ ასოცირებული პნევმონიები, ქენდი ჰობსი

19 სექტემბერს, 15:00-დან 18:00 საათამდე

  • ბრონქიოლიტი, უილიამ ქერი
  • წყლულოვან ნეკროზული ენტეროკოლიტი, ქენდი ჰობსი

20 სექტემბერს, 11:00-დან 14:00 საათამდე

  • პედიატრიულ-რადიოლოგიური ვიზუალიზაცია, უილიამ ქერი
  • პერიფერიული მიდგომით ცენტრალური კათეტერის რენტგენოლოგიური
    შეფასება, ქენდი ჰობსი

„ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი“ მრავალპროფილურ კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსში“ 2019 წლიდან ფუნქციონირებს და პაციენტებს 24 საათის მანძილზე ემსახურება. სრული პედიატრიული მომსახურების მქონე ცენტრი დაკომპლექტებულია დარგის წამყვანი სპეციალისტებით, უპრეცედენტოა ინფრასტრუქტურით, სერვისების ხარისხით და წარმოადგენს ევროპული სტანდარტების პედიატრიულ კლინიკას საქართველოში.

თეგები: ნიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს

16:44 06-03-2026
განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი
ახალი ამბები

განათლება, როგორც პირველი გააზრებული ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ – თიბისი

13:38 06-03-2026
TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი
ახალი ამბები

TBC x Miro – თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები – თიბისი

13:17 06-02-2026
კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

კამპანია “ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ” – KIAF-ის გრან-პრის და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა

13:10 06-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved