• რეკლამა
  • კონტაქტი
22:32, ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნიჭიერი მწერლები და პოეტები შიმშილობენ, სრულ სიღატაკეში ცხოვრობენ… პოეზიის საღამოზე ვერ მივდივარ სიდუხჭირის გამო“ – გოჩა ხარანაული

ალია ავტორი - ალია
19:05 08-01-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
168

ნანა სულავა

„ლიტერას“ და თეა წულუკიანის გარშემო ატეხილი სკანდალის გარშემო „ალია“ კომენტარზე დაუკავშირდა  პოეტ გოჩა ხარანაულს:

– ლიტერატურის მოყვარულმა ქალბატონმა იზა შუბითიძემ ლაგოდეხში დაგვპატიჟა პოეზიის საღამოზე მე, ტარიელ ხერხელაური და მინდია ზვიადაური, მაგრამ ვერ მივდივარ მატერიალური სიდუხჭირის გამო! ახლა კი მთავარ თემაზე დავიწყებ საუბარს. ვინც მინისტრ თეა წულუკიანს უჩივის, მათგან ერთ-ერთი პაატა შამუგიაა. ეს ის პაატა შამუგიაა „ვეფხისტყაოსნის“ მთელი თავი რომ შეცვალა და ასმათი საყვარლად გაუხადა ტარიელს. ესენი არიან  ანტიეროვნული ცნობიერების ელემენტები და ლიტერატურული ხულიგნობით არიან დაკავებულნი. თან ყელყელაობენ, მაგრამ მერე რა? არიან, ბატონო, ეროვნული ცნობიერების პოეტები და მწერლები, აგერ, ცნობილ პოეტ იზა ჯაჭვაძეს საქართველოს მთა ფეხით აქვს შემოვლილი. ახლა მძიმედაა და ლოგინად არის ჩავარდნილი. ისინი, ვინც დღეს პაატა შამუგიას და მისნაირებს აპიარებენ, იზა ჯაჭვაძეს კითხულობენ? დღევანდელმა ხელისუფლებამ გააგრძელა სააკაშვილის კურსი და სრულ იგნორირებას უკეთებს მწერალთა კავშირს, არ აფინანსებს. ბევრი ნიჭიერი მწერლი და პოეტი შიმშილობს. სრულ სიღატაკეში ცხოვრობენ. ადრე პოეტს რომ დავინახავდით, მითოლოგიური გმირი გვეგონა. შოთა ნიშნიანიძეს პირველად რომ შევხვდი მწერალთა კავშირში, მუხლები ამიკანკალდა.

ყველაზე ახლოს ქართველია ღმერთთან, ამდენი სისხლი ქრისტესთვის არავის დაუღვრია და დღეს რა ხდება, ბოდიში და, პრეზერვატივზე თამარ მეფის გამოსახულებას ნახავთ. მაგრამ ამაზე დასავლელმა პარტნიორებმა განაცხადეს, გამოხტვის თავისუფლება არისო. დასავლელი ლიბერასტები საქართველოს პარტნიორები კი არა, მოსისხლე მტრები არიან. ჩვენი ხელისუფლება რეგვენები არიან. ხომ ამბობენ, ჩვენი კონსტიტუცია გვაქვსო. თუ გამოხატვის თავისუფლება უსაზღვროა, დასავლელი და ამერიკელი პარტნიორები დაუშვებენ ჰოლოკოსტის თემაზე ასეთ სიბინძურეს? და არც არავინ უნდა დაუშვას. მაგრამ ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ დედაეკლესიის წმინდანების შეურაცხყოფა არ შეიძლება. თუ ვინმეს უნდა, პრეზერვატივებზე პორტრეტების გამოხატვა, მაშინ იმ ევროსასამართლოს მოსამართლეთა პორტრეტები გამოხატონ, რომლებიც დასაშვებად მიიჩნევენ წმინდა თამარ მეფის შეურაცხყოფას.

მე პირველთაგანი ვიყავი, ვინც კოჰაბიტაცია გავაპროტესტე, ისინი, ვისაც აზრად მოუვიდა ეს და განახორციელა. ხალხი იმედით შეჰყურებდა, რომ დაისჯებოდნენ მკვლელები და მწამებლები, ეს არ მოხდა და მათი იდეოლოგიის გამტარებელი მწერლები და პოეტები იმიტომ ბედავენ ამდენს. ახლა რატომ უკვირთ? არცერთი დაპირება არ შეასრულა ივანიშვილმა. ახლა ჩვენ არჩევანის ფუფუნება არ გვაქვს. გახარია მესამე გზა არ არის. მან ხელი მოაწერა რიონის გასხვისებას. ესეც საკმარისია იმისთვის, რომ ხალხი არ ენდოს. რაც შეეხება წულუკიანის მოქმედებას, ეს დავალებაა. ეს იცოდეთ, მისი მოფიქრებული არ არის. ამათ ხომ ტვინები დამახინჯებული აქვთ. ცდილობენ, მოგადუნონ და მთავარი საკითხი აგაცილონ. ეს არ არის ეროვნული ხალხური ინტერესებისთვის ბრძოლა, შიდა პოლიტიკური გარჩევებია სახელმწიფო ხელისუფლების უზურპაციის მიზნით. რაც კი უბედურება ხდება დღეს საქართველოში, ეს ყველაფერი იმპერიალიზმის მიერ არის ნაკარნახევი. წულუკიანის ნაბიჯიც გარედანაა ნაკარნახევი, რატომ? რატომ და გაყიდულები არიან დასავლელ პარტნიორებზე. მტრობა არ იყო, რასაც სააკაშვილი ჩადიოდა? და ამაზე ამერიკის პრეზიდენტი ბუში ამბობდა, სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა არისო. აი, ეს არის მტრობა. მათი პარტნიორობა არის ღალატი. ჯავაჰარლალ ნერუმ თქვა, „კოლონიზტორები კი არ არიან დიდი საფრთხე, ყველაზე დიდი საფრთხე მათ მიერ გაზრდილი ადგილობრივი ინტელიგენციაა, რომელიც მიზანმიმართულად ანადგურებს ყველაფერს, ეროვნულს და ხალხურს.“ პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, ჩვენ ვართ ტრადიციების დამცველი ქვეყანაო. ამერიკის ელჩს ეს არ მოეწონა. მივმართავ ღარიბაშვილს. თუ ეს თქვენი სიტყვები თვალთმაქცური და ყალბი არ არის, მაშინ ის ვაჟკაცი ქართველები გისოსებში რატომ გამოკეტე, რომელთაც ჩვენი დედაქალაქის მთავარი პროსპექტი არ წააბილწინეს მესამე გენდერის ნეოფაშისტურ მოძრაობას? მე ძალადობის მომხრე არა ვარ, მაგრამ რატომ ისჯება საქართველოში ანტიფაშიზმი?!

თეგები: გოჩა ხარანაული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
ახალი ამბები

AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები

13:17 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved