• რეკლამა
  • კონტაქტი
15:21, პარასკევი, 6 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლა არა თუ საჭიროა, არამედ მისი ვალდებულებაა – ჯანდაცვის მინისტრი

ალია ავტორი - ალია
11:34 06-17-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სახალხო დამცველი ვალდებულია ნინოწმინდის პანსიონში შევიდეს. მისივე განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის თანამშრომლობს სახალხო დამცველთან.

“რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის შესვლა არა თუ საჭიროა, არამედ ეს არის მისი ვალდებულება. აქედან გამომდინარე, ის ვალდებულია, შეასრულოს თავისი მანდატი და ჯანდაცვის სამინისტრო ყოველთვის თანამშრომლობს სახალხო დამცველთან,” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, სოციალური მუშაკები შეუფერხებლად მუშაობენ. ამ ეტაპისთვის ბავშვების საუკეთესო ინტერესები დაცულია.

გარდა ამისა, ტიკარაძე დარწმუნებულია, რომ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან და ახალ ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობა ძალიან პროდუქტიული იქნება.

“დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა საპატრიარქოსთან და ახალ ხელმძღვანელობასთან იქნება ძალიან პროდუქტიული. შესაბამისად, მოხდება ყველა იმ საკითხის უზრუნველყოფა, რომელიც იცავს მათ ინტერესებს. ჯანდაცვის სამინისტროს და ბავშვთა ზრუნვის სააგენტოს მთავარი საგანი ბავშვის ინტერესებია და ამ მნიშვნელოვანი რეფორმის მთავარი კრიტერიუმია, რომ ბავშვები უნდა გადავიდნენ მცირე ზომის პანსიონატებში, სადაც მათ ექნებათ ოჯახის ტიპის სამყოფელი.

შესაბამისად, გაცილებით უკეთ იქნება დაცული მათი კეთილდღეობა. ვგულისხმობ, ნინოწმინდის პანსიონთან მიმართებით ჩვენ ვიმუშავებთ, რომ იქ შესაძლებელი გახდეს ბავშვების განთავსება, როგორც მცირე ზომის ოჯახის ტიპის სახლში. ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა ახალ ხელმძღვანელობასთან. ვფიქრობ, ჩვენ ყველა ადამიანს უნდა მივცეთ იმის დრო, რომ დასკვნები გავაკეთოთ მოგვიანებით, ფაქტების შემდეგ. ყოველთვის პოზიტიურის მოლოდინი გვაქვს,” – აღნიშნა ტიკარაძემ. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესნაკრები ინდივიდუალური მეწარმეებისთვის

16:14 11-05-2026
კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!
ახალი ამბები

კორეული პრემიუმ ბრენდი – Erborian ოფიციალურად უკვე PSP-შია!

14:54 11-05-2026
გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან
ახალი ამბები

გადაიხადე ხელის გულით – მომავლის გამოცდილება თიბისისგან

14:14 11-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved