• რეკლამა
  • კონტაქტი
14:52, ოთხშაბათი, 22 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნინოწმინდის პანსიონში დღეს იმყოფებოდა მეუფე, რომელსაც მრევლი არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს – დეტალები

ალია ავტორი - ალია
20:25 06-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
86

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, რომელიც სახალხო დამცველისთვის ჩაკეტილია და მონიტორინგის უფლებას სხალთელი მეუფე სპირიდონი არ აძლევს, დღეს, ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტი სერაფიმე ჩავიდა და წირვა აღავლინა. მიტროპოლიტმა სერაფიმემ ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია მას შემდეგ დატოვა, რაც მრევლმა არასრულწლოვნისადმის სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.

საპატრიარქოს ტელევიზიასთან ჩართვაში, მეუფე სპირიდონი ყვება, რომ ტაძარში იმყოფებიან ნეკრესის მიტროპოლიტი სერგი, ბორჯომისა და ბაკურიანის ყოფილი მიტროპოლიტი სერაფიმე, ბოლნისის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი მეუფე ეფრემი. ასევე სხვადასხვა მამები. 

“ვიმყოფებით ამ შესანიშნავ ბავშვთა სახლში, ნინოწმინდის ბავშვთა სახლში, რომელსაც პატრონობს, მზრუნველობს მთავარეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი. ჩვენ ბევრჯერ ვართ აქ ნამყოფი, ვიცით ამ შესანიშნავი ბავშვთა სახლის მიღწევები, შრომა. ყველაზე დიდი დამსახუებაა ქართული ეკლესიის, ამ ეპარქიის სასულიერო პირების, მრვდელმთავრების, რომ პატირიარქის ლოცვა-კურთხევით, ჯავახეთში დაფუძნდა კერა სადაც ბავშვები იღებენ ეროვნულ სულისკვეთებას, სარწმუნოებას სამშობლოსა და ეკლესიის სიყვარულს”

მეუფე სერაფიმე ჯოჯუა 2016 წლიდან ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი მას შემდეგ აღარაა, რაც ბორჯომში მრევლმა არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობის ბრალდება წაუყენა. 2017 წლიდან საპატრიარქომ მას მღვდელმოქმედება აღუდგინა, ის დღეს ამ ტიტულით ეპარქიის გარეშე სარგებლობს. 

საპატრიარქომ მიტროპოლიტის ეპარქიიდან წასვლის მიზეზად კი პირადი თხოვნა დაასახელა. 

მეუფე სერაფიმეს სექსუალური ძალადობის ბრალდებაზე გამოძიება არ დაწყებულა, არც სინოდის სხომა მოუწვევიათ. 

წყარო – მთავარი

თეგები: ნინოწმინდის პანსიონატი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ თიბისის განსაკუთრებული შეთავაზება Trendyol-ზე

16:13 10-21-2025
21 ოქტომბრიდან ექსპრეს ლომბარდში ოქროს შეფასება გაიზარდა: მიიღე მეტი თანხა შენი ძვირფასი ნივთის სანაცვლოდ!
ახალი ამბები

21 ოქტომბრიდან ექსპრეს ლომბარდში ოქროს შეფასება გაიზარდა: მიიღე მეტი თანხა შენი ძვირფასი ნივთის სანაცვლოდ!

16:05 10-21-2025
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა – როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, უზბეკეთში მასშტაბური ბიზნესკონფრენცია გაიმართა – როგორია მონაწილეთა შთაბეჭდილებები

13:50 10-21-2025
თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით განახლებული ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იხსნება

10:47 10-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved