• რეკლამა
  • კონტაქტი
14:58, სამშაბათი, 23 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნინოწმინდის პანსიონის საქმე – გაეროს უმკაცრესი დასკვნა

ალია ავტორი - ალია
18:11 06-27-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
244

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატი უნდა დაიხუროს. გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის დასკვნა ცნობილია. სამ წლიანი მოკვლევით დადგინდა, რომ პანსიონატში არსებული მდგომარეობაა საგანგაშოა და ვითარებაა კრიტიკას ვერ უძლებს. სახეზეა ევროპული კონვენციის ხუთი მუხლის დარღვევა.
მათ შორის ძალადობისგან დაცვის უფლება, მოსმენის უფლება და  შშმ ბავშვების დაცვის უფლებები.

კომიტეტი დაუყოვნებლივ მოითხოვს პანსიონატში დარჩენილი რვა ბავშვის ტერიტორიიდან გაყვანას და უსაფრთხო ადგილზევე  გადაყვანას.

გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტი წერს, რომ საქართველომ დაარღვია ბავშვთა უფლებების დაცვის ვალდებულებები, რამდენადაც, დაუყოვნებლივ არ ჩაერია და არ მიიღო ზომები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მცხოვრები ბავშვების მიმართ განხორციელებული ხშირი ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის აღსაკვეთად.

კომიტეტმა საქართველოს მოსთხოვა უზრუნველყოს, მსხვერპლი ბავშვების დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით, ეფექტური ღონისძიებების გატარება.

გაეროს კომიტეტმა მთავრობას ნინოწმინდის პანსიონატის მცხოვრებთათვის კომპენსაციის გადახდა, რეაბილიტაცია, ბოდიშის საჯაროდ მოხდა, სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფთა მდგომარეობის ხელახალი შეფასება, დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება და პასუხისმგებელი პირების დასჯა მოსთხოვა.

 

„57 ბავშვიდან ორის ინდივიდუალური საქმის განხილვისას გამოვლინდა, რომ ისინი ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლები იყვნენ. 2008 წელს დაბადებული მ.ლ. სამი წლიდან ცამეტი წლის ასაკამდე, ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში იყო განთავსებული, სადაც უნებლიე შარდვის გამო მკაცრი სასჯელებით იტანჯებოდა. აღმზრდელები ასაკით უფროს ბავშვებს ხშირად ავალებდნენ, მ.ლ და სხვა ბავშვები ჯოხების ან ხელების დარტყმით „გამოესწორებინათ“.

11 წლის ასაკში ის ასევე იძულებით იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს.

მეორე ბავშვი, ლ.კ, დაბადებული 2003 წელს, ასევე დადგა მსგავსი სირთულეების წინაშე. მათ შორის აღსანიშნავია არასაკმარისი საკვები, არასათანადო ჰიგიენა და გადაადგილების შეზღუდვა. მისი ძმაც, რომელიც იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, განიცდიდა უყურადღებობასა და შეურაცხყოფას,“ – წერია გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის მიერ გავრცელებულ დასკვნაში.

კომიტეტი ბავშვების უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს.

კომიტეტი იშველიებს სახალხო დამცველის 2015 წლის დასკვნასაც, სადაც საუბარია როგორც ბავშვებს შორის ხშირ ბულინგსა და ფიზიკურ/ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, ასევე მომვლელების მიერ მათი დასჯის ისეთ მეთოდებზე, როგორიცაა კვების აკრძალვა, თავისუფლების შეზღუდვა, მეტანიების კეთება და ხოხვის იძულება.

„სახალხო დამცველმა 2018 წელსაც გამოაქვეყნა განმეორებითი ანგარიში, რომელშიც ხაზგასმული იყო პანსიონში არსებული სისტემური პრობლემები და ზედამხედველობისა და ბავშვთა ზრუნვის გაუმჯობესების გადაუდებელი აუცილებლობა. 2020 წლის ივნისიდან, თითქმის ერთი წლის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატს უარს ეუბნებოდნენ პანსიონში შესვლაზე.

იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლო პანსიონში განთავსებულ ბავშვთა მდგომარეობის მონიტორინგი, არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის,“  ჯერ თბილისის სხვადასხვა სასამართლოებს, ხოლო საბოლოოდ 2021 წლის მაისში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტს საჩივრით მიმართა,“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი
ახალი ამბები

„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი – The Wine – გახსნა – თიბისი

13:15 12-23-2025
CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება
ახალი ამბები

CashBack-ის და Visa-ს საახალწლო აქცია იწყება

12:58 12-23-2025
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება სითი მოლში

15:20 12-22-2025
თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved