ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი კიდევ ხუთმა ბენეფიციარმა დატოვა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, ბავშვები მშობლებმა სახლში წაიყვანეს.
პანსიონის წარმომადგენელი ამბობს, რომ ბავშვები საზაფხულო არდადეგებზე გაიყვანეს, რაც მიღებული პრაქტიკაა.
ბავშვების პანსიონიდან დაუყოვნებლივ გამოყვანის გადაწყვეტილება კი თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის სარჩელის საფუძველზე მიიღო, თუმცა ამ დრომდე მოსამართლე ივანე ღლონტის უპრეცედენტო გადაწყვეტილების აღსრულება არ დაწყებულა.
ამასთან, საპატრიარქოში აცხადებენ, რომ სასამართლოს მიერ 5 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
კომენტარები