• რეკლამა
  • კონტაქტი
21:56, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნინო ლომჯარია წულუკიანს თვალთვალში ადანაშაულებს

ალია ავტორი - ალია
10:59 01-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
103

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს თვალთვალში ადანაშაულებს.

ომბუდსმენი აცხადებს, რომ კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროების გამო, მინისტრის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას გეგმავს.

როგორც ირკვევა, იუსტიციის სამინისტრომ, სახალხო დამცველთან შეთანხმების გარეშე ე.წ. მატროსოვის ციხეში ლომჯარიასა და ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა. ეს მაშინ, როდესაც შეხვედრა კონფიდენციალური იყო.

“საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონით, საქართველოს სახალხო დამცველის ნებისმიერი სახის ურთიერთობა პატიმრებთან კონფიდენციალურია და დაუშვებელია რაიმე ტიპის მიყურადება, თვალთვალი. იუსტიციის მინისტრმა კი დაარღვია კანონი, ჩაიდინა დანაშაული და მისი უწყების ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდდა ჩემი შეხვედრის დეტალები. მან აიძულს ეს სამსახური ჩაედინათ დანაშაული. აუცილებლად დავაყენებ მის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ეს არის დაანაშაული”- ამბობს ლომჯარია.

ნინო ლომჯარიას ციხეში შესვლაზე განცხადება პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა. მათი თქმით, სახალხო დამცველმა და მისმა მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ მე-9 დაწესებულებაში მსჯავრდებულები ვანო მერაბიშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი და კახაბერ ნაკანი მოინახულეს.

თავად ნინო ლომჯარიამ პენიტენციური სამსახურის განცხადება უარყო კონკრეტული პატიმრების ნახვაზე. მე-9 დაწესებულებიდან გამოსულ ომბუდსმენს ჟურნალისტები დახვდნენ, სწორედ მათ უთხრა ომბუდსმენმა, რომ კონფიდენციალურია იმ პატიმართა ვინაობა, ვინც მოინახულა.

ომბუდსმენის თქმით, ამ ინფორმაციას მომავალ კვირას სტრასბურგში საერთაშორისო პარტნიორებს მიაწვდის.

“ის, რაც დღეს ხდება ქვეყნის სირცხვილია. მე არ დავუშვებ, რომ ჩემს ქვეყანაში ასეთი სამარცხვინო რამ ხდებოდეს და ვინმე სახალხო დამცველის ინსტიტუტს ასე ექცეოდეს”, – თქვა ლომჯარიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved