• რეკლამა
  • კონტაქტი
14:27, პარასკევი, 7 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნინო ლაცაბიძეს რუსთაველი კლასელებიც ეთაკილა” – რას ჰყვებიან რუსთაველები “ოცნების” კანდიდატზე?

ალია ავტორი - ალია
14:00 07-21-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
72

მრავალშვილიანი დედების კავშირის წევრი ნინი მამულაშვილი, „ქართულ ოცნებას“ და “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს ნინო ლაცაბიძეს, სოციალური ქსელით მიმართავს:

„მინდა მოკლედ გამოვეხმაურო მმართველი პარტიის მიერ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 2020 წლის არჩევნებისთვის ერთ-ერთი კანდიდატის წარდგინების ფაქტს!

მივმართავ „ქართულ ოცნებას!“..როდიდან გახდა ხელისუფლებისათვის მრავალშვილიანობა პრიორიტეტი, რომ ამ კუთხით განსაკუთრებულად წარმოგვიდგენთ თქვენს კანდიდატს ?!

შეგახსენებთ ერთ ფაქტს, რაშიც ალბათ აბსოლუტურად ყველა მრავალშვილიანი დედა დამეთანხმება, რომ დღემდე მრავალშვილიანი დედები მუდმივი და სისტემატიური აგრესიის თუ ირონიის მსხვერპლი ვართ, უპირველესად ისევ თქვენი, ხელისუფლების მხრიდან. თქვენ მუდმივად გვისამართლებთ ჩვენს უკვე დაბადებულ შვილებს, და ჩვენც უპასუხისმგებლო, განუვითარებლებად თუ სახელმწიფოს პარაზიტებად აღგვიქვავთ! სიტუაცია დღემდე იმდენად მწვავეა, რომ მიზეზებს ვეძებთ, თქვენთან თავები რითი ვიმართლოთ!

მე მინდა ვუთანაგრძნო ქალბატონ ნინო ლაცაბიძეს, მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგინების ფაქტი, რადგან დარწმუნებული ვარ მისთვის არჩევანის საშუალება რომ მიგეცათ, ალბათ, არასოდეს ისურვებდა და ითაკილებდა კიდეც ქ. რუსთავის მაჟორიტარად ყოფნას!

26 ნოემბერს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ( ქ.ნ მარიკა დარჩიამ) და იმ დროისთვის ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ გამართეს შეხვედრა მრავალშვილიან დედებთან , სადაც ქალბატონ ნინოს არც გაცნობითი სახის საუბარში და არც შემდეგ არც ერთხელ არ უხსენებია რომ რუსთაველი იყო. როდესაც რამოდენიმე რუსთაველმა ჩართვაში უხსენა, რომ თანასკოლელები იყვნენ ( #2 საჯარო სკოლის) და იქიდან იცნობდნენ მას, მან იმდენად ითაკილა ეს ფაქტი, რომ აცილება გაუკეთა და სულ სხვა მიმართულებით გააგრძელა საუბარი.

ამ შეხვედრასთან დაკავშირებით უამრავი სტატია დაიწერა, მაგრამ არსად -მითუფრო, არც მის პირად გვერდზე, არ ჰყავს ნახსენები, რომ ამ შეხვედრას ვესწრებოდით ასევე ქ. რუსთავის მრავალშვილიანი ოჯახების კავშირიც.. რაღა თქმა უნდა, თავი დამცირებულად ვიგრძენი მეც და სხვებმაც! ახლა გეკითხებით ქალბატონო ნინო.. ქ. რუსთავი ნამდვილად თქვენი არჩევანია?!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით
ახალი ამბები

გაიმარტივე სტუდენტური ყოველდღიურობა ახალი თიბისი ბარათით

16:49 11-06-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ლარიზაციის დინამიკა განახლდა

10:44 11-06-2025
თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved