• რეკლამა
  • კონტაქტი
19:55, პარასკევი, 4 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნინო დათაშვილი დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია – დაკავებული მასწავლებელი სასამართლოში ეტაპირებას ელოდება

ალია ავტორი - ალია
12:11 06-21-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
594

ნინო დათაშვილი დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება – დაკავებული მასწავლებელი სასამართლოში ეტაპირებას ელოდება, რათა მოსამართლემ მის აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელოს. ნინო დათაშვილის უფლებადამცველი შუამდგომლობის დაყენებას გეგმავს იმის თაობაზე, რომ სამოქალაქო აქტივისტს აღკვეთი ღონისძიების მკაცრი სახე არ შეუფარდონ.

ნინო დათაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მასწავლებლის დაპატიმრების განჩინება მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა 19 ივნისს გამოსცა. არადა, ამ დროისთვის ნინო დათაშვილს 112-ში შეტყობინება ჰქონდა დატოვებული, რომ მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა მასზე იძალადეს. თუმცა, ადვოკატის განმარტებით, მოსამართლე ეპიტაშვილმა ეს გარემოება არ გაითვალისწინა და ნინო დათაშვილს ხელბორკილები გამოკითხვაზე დაბარების გარეშე დაადეს.

სასამართლოსთვის მიმართული ჰქონდა პროკურატურას ნინოს დაკავების შესახებ ისე, რომ არ ყოფილა მასთან გასაუბრების მცდელობა, არ ყოფილა მისი მოსმენის ინტერესი. ამავე მტკიცებულებებში, საქმის მასალებში მითითებულია, რომ ნინოს მიმართული აქვს 112-ისთვის და გაცხადებული აქვს მის წინააღმდეგ ძალადობის შესახებ. ასევე ნინო “ტვ პირველთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მასზე იძალადეს მანდატურის თანამშრომლებმა და ეს მტკიცებულებები საქმეშია, მაგრამ ამის მიუხედავად, პროკურატურამ ამ ეტაპამდე არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ნინოსთვის მოესმინათ. არც ყოფილა მცდელობა, რომ მოესმინათ მისთვის, დაერეკათ მისთვის, ან მიეწვიათ, დაებარებინათ პოლიციაში.

ამის მიუხედავად, შუამდგომლობაში მითითებული იყო, რომ ნინო გააგრძელებდა დანაშაულებრივ საქმიანობას და მიემალებოდა გამოძიებას, რაც არის აბსურდი. არანაირი ფაქტობრივი გარემოებებიდან არ გამომდინარეობს აღნიშნული. დაკავების განჩინება მიღებულია 19 ივნისს, მოსამართლე თეონა ეპიტაშვილის მიერ. განჩინებაში გადატანილია პროკურატურის მიერ მოყვანილი არგუმენტები და გარემოებები, რომლებიც ვერ გაუძლებს ელემენტარულ სამართლებრივ კრიტიკას”. – განაცხადა ადვოკატმა.

აქტივისტი ნინო დათაშვილი, რომელზეც რამდენიმე დღის წინ შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, 20 ივნისს დააკავეს. აქტივისტსა და მასწავლებელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-3 ნაწილის დარღვევას ედავებიან, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარასა და ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო კომბინაციებს და მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

14:01 09-04-2026
თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება

13:55 09-04-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:13 09-04-2026
4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved