• რეკლამა
  • კონტაქტი
05:15, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნიკოლოზ სუმბაძე: “ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია ხელს უწყობს ფასების შემცირებას და მომხმარებლის კეთილდღეობის ზრდას”

ალია ავტორი - ალია
18:13 11-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
172

„ენერგეტიკული ბაზრის რეფორმა საქართველოსთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს ენერგეტიკის სექტორში, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკასთან
ჰარმონიზაციას უზრუნველყოფს“ – როგორც სემეკის ბაზრის მონიტორინგის დირექტორი ნიკოლოზ სუმბაძე აცხადებს, რეფორმის ერთ-ერთ მიზანს ბაზრის ლიბერალიზაცია და კონკურენცია წარმოადგენს. მისივე თქმით, ამ მიმართულებით სემეკი არაერთ
მნიშვნელოვან ცვლილებას ახორციელებს.

„ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ბაზრის ლიბერალიზაცია და კონკურენციის ხელშეწყობა. ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციისა და გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად სემეკი აქტიურად მუშაობს მარეგულირებელი ჩარჩოს გაუმჯობესებაზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში იცვლება რამდენიმე მთავარი პრინციპი და ემატება ახალი სავაჭრო სეგმენტები. კერძოდ, ბაზრის ახალ მოდელში ბაზრის მონაწილეები პასუხისმგებლები იქნებიან უბალანსობაზე, სადაც თვითდისპეტჩირების პრინციპის გათვალისწინებით ვაჭრობას განახორციელებენ საათობრივად, წარმოების ან მოხმარების ნომინაციების შესაბამისად.

ამ პრინციპების გათვალისწინებით, ახალი ბაზრის პირობებში ელექტროენერგიით ვაჭრობა იქნება დინამიკური პროცესი, რაც, თავის მხრივ, საჭიროებს მონიტორინგს და ზედამხედველობას, რათა გამოირიცხოს ბაზარზე გარიგებები, ფასის ხელოვნური დაფიქსირება და დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება.

აღსანიშნავია, რომ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის აღმასრულებელი ორგანოა სემეკი. ასევე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია კომისიის კომპეტენცია ენერგეტიკულ ბაზარზე ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველყოფასთან მიმართებით.

ამ მიზნით კომისიის მიერ დამტკიცდა „ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესები“, რომელშიც თავმოყრილია ბაზრის კვლევის, კონცენტრაციების კონტროლისა და, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, შესაბამისი საწარმოების სანქცირების პროცედურები”, – აცხადებს ნიკოლოზ სუმბაძე.

ნიკოლოზ სუმბაძე ასევე აღნიშნავს, რომ სექტორში კონკურენციის გაზრდა თავად მომხმარებელს მოუტანს სარგებელს.

„კონკურენცია ბაზარზე საშუალებას აძლევს საწარმოებს კონკურენცია გაუწიონ ერთმანეთს თანაბარი პირობებით, რაც აიძულებს მათ მუდმივად შეეცადონ, რომ შესთავაზონ მომხმარებლებს საუკეთესო პროდუქტები საუკეთესო ფასად. აღნიშნული კი განაპირობებს ინოვაციებს და გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდას, ასევე წარმოადგენს

თავისუფალი და დინამიკური ლიკვიდური ბაზრის მიღწევისა და ეკონომიკური კეთილდღეობის განვითარების მთავარ ინსტრუმენტს. ენერგეტიკის სექტორში ბაზრის მონიტორინგი და კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულება კომისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობაა, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ენერგეტიკული ბაზრის მიმდინარე რეფორმისთვის. კომისია მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ენერგეტიკული ბაზრის მიმდინარე პროცესებისა და ბაზრის მონაწილეთა ქმედებების მონიტორინგს, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს ბაზარზე კონკურენტული, თავისუფალი, გამჭვირვალე და სამართლიანი ვაჭრობის პირობები. ამ მიზნით, ასევე მიმდინარეობს რეგულირებადი სექტორების დიგიტალიზაციის პროცესი, რაც როგორც კომისიის შიდა პროცესებს, ისე საწარმოებთან ინფორმაციის გაცვლის და ზოგადად საწარმოებთან და მომხმარებლებთან ურთიერთობის პროცესებს დააჩქარებს. ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია მიზნად ისახავს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენციის გაზრდას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ქვეყნის ენერგეტიკული რესურსების ეფექტიანად გამოყენებას, ბაზარზე გამჭვირვალე ფასწარმოქნას, საბაზრო რისკების ბაზრის მონაწილეებზე გადანაწილებას, ეს კი გრძელვადიან პერიოდში ფასების შემცირებას უწყობს ხელს და უზრუნველყოფს მომხმარებლების კეთიდღეობას“.- განაცხადა ნიკოლოზ სუმბაძემ.

(R)

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved