პარიზის სასამართლომ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი 2012 წლის წინასაარჩევნო კამპანიის უკანონოდ დაფინანსებაში დამნაშავედ ცნო.
პროკურატურამ მისთვის ერთწლიანი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, ექვსთვიანი პირობითი სასჯელის მოხდით. სასამართლომ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამასთან, ყოფილ პრეზიდენტს საშუალებას მისცემენ სასჯელი სახლში ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურის ტარებით მოიხადოს.
თავად სარკოზი განაჩენის გამოცხადებას არ დაესწრო. საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს სასამართლოში მისი ადვოკატი ტიერი ერზოგი წარმოადგენს.
ამ საქმეზე სასამართლო სხდომები 20 მაისიდან 22 ივნისამდე მიმდინარეობდა. სარკოზი დარბაზში მხოლოდ ერთხელ, ჩვენების მისაცემად გამოცხადდა.
კომენტარები