• რეკლამა
  • კონტაქტი
10:16, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნიკო და ხვიჩა Feedc ! – “ღმერთის საჩუქარი მოკლეს – ასეთი ბიჭი დავკარგე…”

ალია ავტორი - ალია
17:31 11-14-2022
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,864

CBS ჯგუფის კომპანიებს შორის ნახავთ ერთერთ ყველაზე წარმატებულ ქართულ სტარტაპ კომპანიას Feedc -ს. ლოკაციაზე დაფუძნებული ქართული სოციალური პლატფორმა უნიჭიერესმა ქართველმა ბიჭმა ნიკო კვარაცხელიამ შექმნა. ბიჭი, რომელთან ერთადაც ქართველი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია Feedc-ზე მუშაობისას ყველაზე დიდ დროს ატარებდა ერთი წლის წინ, თბილისის ცენტრში მოკლეს.

Forbes Georgia –ს მთავარი რედაქტორი გიორგი ისაკაძე წერს:

კიდევ სენტიმენტალური მიზეზი, თუ რატომ ვცდილობდი ხვიჩა მაქაცარიასთან ინტერვიუს – ნიკო კვარაცხელიაა, რომელიც საზოგადოებამ იცის, რაოდენ ძვირფასია ქართული Forbes-ის გუნდისთვის და მთელი ქვეყნისთვის. მაქაცარიას კომპანიების პორტფელშია ნიკო კვარაცხელიას შექმნილი სოციალური ქსელი Feedc-ი, სადაც ხვიჩა პარტნიორად არის წარმოდგენილი. ნიკოზე საუბარი და კითხვა უგდებს ჩვეულ რიტმს და ენერგიას პასუხებში. მომავლის ბიჭი ბოლო წლების ყველაზე დიდ დროს სწორედ მაქაცარიასთან ატარებდა:

„ნიკოს ვუყურებდი და საკუთარი თავი მახსენდებოდა, როცა საქმეს ვიწყებდი ოჩამჩირეში, ოღონდ… ნიკოს თავს რომ ვადარებ, ვამსგავსებ საკუთარ ტემპთან, შეუპოვრობასთან, მოუსვენრობასთან, თორემ – აქედან მაქაცარია უკვე ღიმილით აგრძელებს, – სხვა ყველაფერში ამ 21 წლის ბიჭთან ახლოს ვერც გონიერებით, ვერც ცოდნით და ვერც მასშტაბით მოვდიოდი. ან საიდან, ან როგორ ის იდეები, რაც ნიკოს თავში იხარშებოდა, რაც სრულიად უნიკალურ პროექტებში ითარგმნებოდა. ასეთი ბიჭი, რომელიც ასწლეულებში ერთხელ ევლინება საზოგადოებას ღმერთისგან საჩუქრად, უცბად გაქრა. აორთქლდა. გააქრო შურმა, ბოროტებამ და გაუტანლობამ. თითქმის წარმოუდგენელია, რომ ასეთ ასაკში შეიძლებოდა ყოფილიყავი ასეთი მაგარი, ვაჟკაცი, გამორჩეულად განათლებული და განვითარებული, რომელიც ყველას მუხტავდა
სიახლეებით და ახალი იდეებით. ასეთი ბიჭი დავკარგე… მაგრამ მარტო მე რა… ქვეყანამ დაკარგა. დაკარგა ადამიანი, რომლის ნიჭიერებას და უნარებს საზღვრები არ ჰქონდა”.

აქ ვცდილობ, რომ ნიკოზე საუბარი აღარ გავაგრძელო, რადგან ვიცი, რომ… არც ინტერვიუერი და არც რესპონდენტი ამ თემაზე საუბარს ცრემლის გარეშე არასდროს დაასრულებს…

 

ოჩამჩირელი ბიჭი, რომელმაც საქართველოს „საკუთრებაში” მოაქცია და აბრუნებს, მართავს და ავითარებს ქვეყნისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვან აქტივებს – Forbes საქართველო ხვიჩა მაქაცარიაზე

თეგები: ხვიჩა მაქაცარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved