• რეკლამა
  • კონტაქტი
21:05, პარასკევი, 6 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნიკა ვაშაყმაძე გამანადგურებელ ძალას დაუპირისპირდა” – ზურაბ გურული სამსახურიდან გათავისუფლებულ კარდიოქირურგზე

ალია ავტორი - ალია
16:01 11-06-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,641

მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული, ქუთაისში, კარდიოქირურგის, ნიკა ვაშაყმაძის სამსახურიდან გათავისუფლებას ეხმაურება და წერს:

ძველი ანეკდოტია, ორი მონადირე რომ დათვს გაურბიან და ერთი ეუბნება მეორეს: – ბიჯო, ეს დათვი მგონია ჩვენზე სწრაფად დარბისო-.
-ეგ არაფერი, მთავარია მე ვირბინო შენზე უფრო სწრაფადო – უპასუხა მეორემ.
ამ ანეკდოტში ცხოვრობს დღეს მთელი საქართველო.
კაი ხნის წინ, კიოლნის უნივერსიტეტში გაწვრთვნილმა ცნობილმა კარდიოქირურგმა ნიკა ვაშაყმაძემ გერმანიაში აწყობილი კარიერა რომ დატოვა და ოჯახთან ერთად საქართველოს მიაშურა, უკვე ზუსტად ვიცოდი რასთან მოუწევდა დაპირისპირება. თავადაც იცოდა, მაგრამ გარისკა; ყოველგვარ რაციონალურობას და პრაგმატიზმს გადააბიჯა და გარისკა.
ნიკა ვაშაყმაძე არამარტო გამორჩეული პროფესიონალია, არამედ გამორჩეული მოქალაქე და პიროვნებაა; გამორჩეული კაცია იმ ქვეყანაში, რომლის მოქალაქეებსაც ზემოთქმულ ანეკდოტში ცხოვრება უწევთ.
გამორჩეული მოქალაქეები კი საშიში ხალხია. მათ თავიანთი აზრები აქვთ, თავისუფლად ფიქრი და თავისუფლად საუბარი შეუძლიათ და ამ უფლებებისთვის პრინციპულად ბრძოლაზე უარს არ იტყვიან.
რამდენიმე თვის წინ, როდესაც ნიკა ვაშაყმაძემ საჯაროდ დაწერა, რომ :
“საქართველოშიკეთდება თითქმის 2-ჯერ მეტი გულის ოპერაცია, ვიდრე საჭიროა;
რომ საქართველოში 7-ჯერ მეტი კარდიოქირურგიული განყოფილებაა, ვიდრე საჭიროა;
რომ საქართველოში თითქმის ორჯერ მეტი კარდიოქირურგი მუშაობს, ვიდრე რეალურად საჭიროა.
რომ რაოდენობა ≠ ხარისხს. პირიქით!
რომ ბევრი პაციენტი საქართველოში უსაფუძვლოდ და დაჩქარებით გადის ოპერაციაზე, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა…”
რომ … რომ …, მაშინ უკვე ვიცოდი, როგორი იქნებოდა მისი კარიერის გაგრძელება საქართველოში. ნიკა ვაშაყმაძე გამანადგურებელ ძალას დაუპირისპირდა და ეს ძალა სწორედ იმ ანეკდოტის ის მონადირეა, რომლის მიზანი თავის მეგობარზე უფრო სწრაფად სირბილია.
ნაცნობი შეგრძნებაა. არაერთხელ განმიცდია ქართველებისაგან.
მძიმე დროა საქართველოში. ხალხი ფიზიკური გადარჩენისათვის იბრძვის და რა დროს ესააო, გაიფიქრებს ალბათ მავანი; მაგრამ ვისაც ესმის, თუ რას ნიშნავს თითოეული გამორჩეული პროფესიონალი კი არა, გამორჩეული მოქალაქე ქვეყანაში, რომელსაც “დათვი მოსდევს”, ის მიხვდება, რატომ დავწერე ის, რაც დავწერე.
გაგიმარჯვოს ნიკა ექიმო!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved