• რეკლამა
  • კონტაქტი
04:44, პარასკევი, 10 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნიკა მელიასთან შესახვედრად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატები შევიდნენ

ალია ავტორი - ალია
12:09 05-04-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
20

ამნისტიის კანონი შეეხება ნიკა მელიასაც, თუმცა ის მიღწეულ შეთანხმებას იწუნებს. მასთან შესახვედრად, ცოტა ხნის წინ, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში ადვოკატები შევიდნენ. გიორგი კონდახიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მას ჯერ არ აქვს ინფორმაცია, დათანხმდება თუ არა ნიკა მელია ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს.

„იქმნება რაღაც, გაუგებარი მოლოდინები ამ საქმესთან დაკავშირებით. დეტალებზე ვერ დაგელაპარაკებით. ჩვეულებრივად, უნდა შევხვდეთ ჩვენს მეგობარს, რომელიც უკანონო, პოლიტიკურ პატიმრობაშია. დეტალებზე შეხვედრის შემდეგ ვისაუბრებთ“, – აღნიშნა ნიკა მელიას ერთ-ერთმა უფლებადამცველმა, გიორგი კონდახიშვილმა.

ოპოზიციის ნაწილში, მოლოდინი, რომ ნიკა მელია დათანხმდება ევროპელი პარტნიორების შეთავაზებას, მას შემდეგ გაჩნდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მოინახულა.

თავდაპირველად, ნიკა მელია ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა გირაოს, თუ პარლამენტიდან ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გამოიწვევდნენ.

სავარაუდოდ, ნიკა მელიასთან ადვოკატების შეხვედრა ერთი საათი გაგრძელდება.

უქმე დღეების დასრულების შემდეგ, ამნისტიის ორ კანონპროექტზე საკომიტეტო განხილვები დაიწყება. ამ დრომდე, მმართველი პარტია და ოპოზიცია საერთო ფორმულირებაზე ვერ თანხმდებიან. ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ჯერ მმართველმა გუნდმა დაარეგისტრირა, შემდეგ კი, ოპოზიციამ ალტერნატიული პროექტი წარადგინა. შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, ამნისტია, 19-21 ივნისის მოვლენებზე, ყველა დარღვევასა და ყველა დაკავებას უნდა შეეხოს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს
ახალი ამბები

Tegeta Fest – „თეგეტა მოტორსი“ წრიული რბოლის ჩემპიონატის ფარგლებში ავტოსპორტის მოყვარულებს უმასპინძლებს

12:43 07-09-2026
თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს მაკროეკონომიკური მიმოხილვა წარუდგინა

12:41 07-09-2026
PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა
ახალი ამბები

PSP-ს K-Beauty პორტფელს პრემიუმ ბრენდი Manyo შეემატა

11:22 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved