• რეკლამა
  • კონტაქტი
03:54, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნიკა მელია თუ ივანიშვილი? ანანისტობით თუ არ დაკავდებით, მარტივი დასანახია” – ბაჩუკი ქარდავა

ალია ავტორი - ალია
14:53 11-22-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,227
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ბაჩუკი ქარდავა:
ნიკა მელია თუ ბიძინა ივანიშვილი?
აზიმუტი გაასწორეთ მეგობრებო….
ბევრ ადამიანს, რომელიც ამ პოსტის ადრესატია, პატივს ვცემ Tako Charkviani, ვაფასებდი და მჯეროდა მათი გულწრფელობის. ნამდვილად არ მსურს, დავიჯერო, რომ ყველა ეს ადამიანი, რომელიც სოციალურ ქსელებში ცალსახად დაგეგმილ ბინძურ კამპანიას ჰყავს ჩათრეული, შეგნებულად იზიარებენ ოლიგარქისთვის ესოდენ სასარგებლო პირობებს.
დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, მე როგორც ოპოზიციის ერთ-ერთ წარმომადგენელს, ცალსახად მაქვს გაცნობიერებული ოპოზიციაში აქტივობის თვალსაზრისით არსებული დეფიციტი და მისი შევსების აუცილებლობა, კატეგორიულად არ ვეთანხმები ოპოზციის ცოდვების ერთ ლიდერზე, ამ შემთხვევაში, ნიკა მელიაზე აკიდებას.
ჩემი ეს პოზიცია, რომელიც შესაძლოა ერთი შეხედვით ვიღაცას სუბიექტურად მოეჩვენოს, მინდა ზედმეტი მტკიცების გარეშე აღვნიშნო, რომ მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის საკმაოდ პასიური და დაგვიანებული აქტივობების გამოსწორების მიზნით არის განპირობებული.
პასიურობა, ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლო ზომიერება, არათანმიმდევრულობა (და არც კიდევ უპრინციპობა და სურვილის არქონა, რომ შეიცვალოს ქვეყანაში ივანიშვილის რეჟიმი), ბევრად ნაკლები პრობლემა შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ის, რაც დღეს სახეზეა – ოპოზიციის მხრიდან დანაშაულის ტოლფასი, ბრძოლის ობიექტის აღრევა.
სწორედ ამ საფრთხის წინაშე ვდგავართ.
არ ვიცი, რა არის მიზეზი და არც ნაადრევი დასკვვნების გაკეთება მსურს – შეგნებული დანაშაული თუ უბრალოდ შეცდომა ან გადაჭარბებული პოლიტიკური ეგოიზმი, ჩვენი დღევანდელი ბრძოლის მთავარი ობიექტრისგან ყურადღების გადატანა ოპოზიციის შიდა გარჩევებზე, თან თითიდან გამოწოვილი, პირდაპირ ვიტყოდი, უსაფუძვლო, გამოგონილი ბრალდებების საბაბით.
არ ვაპირებ ამ პოსტით ნიკას ადვოკატობას, ვფიქრობ, მას ეს არ სჭირდება, მაგრამ ვიტყვი, რომ სწორედ ამ ტიპის ენერგიული, უკომპრომისო ლიდერების განეიტრალება ივანიშვილის ინტერესებშია და არა ოპოზიციის.
ეს მარტივი დასანახია თუ ავადმყოფური შეთქმულების თეორიებში არ ჩავეფლობით და ანანისტობით არ დავკავდებით.
ერთი რამ ცხადია, სამწუხაროდ ოლიგარქმა ჩვენზე კარგად იცის, რა აქვს საკეთებელი და ეს დღეს კარგად ჩანს.
ამიტომაც იყო ალბათ, ხან სამაჯურით, ხან ციხეში ჩასმით (რომ არა ევროკავშირის აქტიურობა) ცდილობდა განეიტრალებული ჰყოლოდა ნიკა მელია. და ალბათ, ამ მცდელობას არც ახლა მოერიდება.
ვრცლად გამომდის, თუმცა აქ ბევრი არაფერია სალაპარაკო, ყველაფერი ხელის გულზე დევს.
დღეს სახეზეა ავანტიურისტების დაგეგმილი და ჯერჯერობით წარმატებით განხორციელებული პროცესი, რომელსაც აყვნენ სასარგებლო იდიოტები და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ ბრძოლაში არ ვიხილო ის ადამიანები, რომლებსაც დღეს მხოლოდ ერთადერთი ამოძრავებთ – მეტი აქტიურობა, მეტი პრინციპულობა ოლიგარქის დასამხობად.
თუ პირველებმა კარგად იციან, რას აკეთებენ (იდიოტები არ ითვლება), იგივეს თქმა გამიჭირდება ნიკა მელიას სხვა ოპონენტებზე, უბრალოდ ვფიქრობ რომ ეს უკანასკნელნი მძიმე შეცდომას უშვებენ თავისდაუნებურად, რაც ვითარების გაჯანსაღების ნაცვლად, კიდევ უფრო ამძიმებენ ოპოზიციაში კრიზისს და ივანიშვილს აძლევს საშუალებას, თავისუფალი მანევრირებისთვის!
დღე ჩვენ, ყველანი ერთად დიდი გამოცდის წინაშე ვდგავართ! ხაზგასმით ვამბობ – დასავლეთის რეკომენდაციების სრული იგნორირება; გვარამიას იზოლაცია და სააკაშვილის, მესამე პრეზიდენტის ტყვეობა, რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ, ეს ყველაფერი სხვა უამრავ ჩრდილოეთიდან თავსმოხმეულ ცოდვასთან ერთად, აუცილებლად სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ფასად დაგვიჯდება. იმედია ვხვდებით ამას…
დღეს ხელისუფლების არა მორიგი ცვლილება, არამედ დაუყოვნებლივი ცვლილება გვჭირდება და ამისათვის კონსოლიდირებული მოქმედებაა საჭირო და წერტილი!
სამწუხაროა, მაგრამ როგორც სჩანს, ეს, ჩვენზე უკეთ ესმის მოწინააღმდეგეს…
შეიძლება იყოს 2 ადამიანი და ტექსტი-(ი)ს გამოსახულება
თეგები: ბაჩუკი ქარდავათაკო ჩარკვიანინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved