• რეკლამა
  • კონტაქტი
04:48, ოთხშაბათი, 31 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნიკა მელია თბილისის მერად? – როგორია ოპოზიციის სავარაუდო გეგმა?

ალია ავტორი - ალია
18:55 07-09-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

გადამწყვეტი ბრძოლა თვითმმართველობის არჩევნებისთვის – „პირველების“ ინფორმაციით, ხელისუფლების მოწინააღმდეგეების სავარაუდო გეგმა ასეთია – დედალაქის მერად კენჭს ნიკა მელია იყრის, თუმცა ერთი პირობით, საარჩევნო კამპანია თავად უნდა დაგეგმოს. ასევე, ირკვევა, რომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის ელენე ხოშტარია იბრძოლებს, ხოლო ზურა ჯაფარიძე ერთიანი ოპოზიციის სიით გავა. 

გეგმაზე ვერ თანხმდება პარლამენტში შესული ოპოზიციის ერთი ნაწილი- „ლელო“, „გირჩი“, ალეკო ელისაშვილის  „მოქალაქეები“ და  „სტრატეგია აღმაშენებელი“.

ჩვენ კონსულტაციებს გავმართავთ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, რომლებიც მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივ არჩევნებში მხოლოდ  და მხოლოდ ერთი მიზნის მისაღწევად: „ქართულმა ოცნებამ“ ვერ უნდა აიღოს 43% ადგილობრივ არჩევნებში. აუცილებელი არ არის ერთ კანდიდატურაზე შეჩერება, მთავარია, ჩვენს სტრატეგიულად იმ მიზანს არ ვუღალატოთ, რასაც ჰქვია რიგგარეშე არჩევნების მიღწევა, – აცხადებს „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე.

ერთიანი კანდიდატის დასახელების აუცილებლობას ვერ ხედავს „სტრატეგია აღმაშენებელიც“. პარტიის წევრი, პაატა მანჯგალაძე, ამბობს, „ქართული ოცნების“ და ,,ენმ”-ს კანდიდატების გარდა, მესამე არჩევანიც უნდა არსებობდეს. 

ჩვენ არ შეგვიცვლია ჩვენი პოზიცია. გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ კანდიდატისა, უნდა არსებობდეს მესამე არჩევანიც, -ამბობს მანჯგალაძე. 

„მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი, კი ამბობს, რომ ოპოზიციასთან თანამშრომლის მწარე გამოცდილება აქვთ, რის გამოც არჩევნებზე დამოუკიდებლად მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღეს. 

ოპოზიციასთან კოორდინაციის თვალსაზრისით იმდენად ცუდი გამოცდილება დაგვიგროვდა, რომ ამ არჩევნებზე ვამჯობინეთ, რომ დამოუკიდებლად მივიღოთ მონაწილეობა, –ამბობს ლევან იოსელიანი. 

რაც შეეხება მმართველ პარტიას, საკუთარ კანდიდატებს მომავალ კვირას „ქართული ოცნებაც“ დაასახელებს. 

თეგები: ნიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved