• რეკლამა
  • კონტაქტი
05:21, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნიკა მელია: ჩვენ გვაქვს ერთი ხმა, რომელიც წაგვართვეს, მაგრამ ეს ხმა ლაპარაკობს რუსთაველის გამზირზე

ალია ავტორი - ალია
16:41 11-14-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

ჩვენ აქ ვართ ერთიანები თავისუფლებაში. ჩვენ ვართ ერთიანები ჩვენს არჩევანში, მრავალფეროვნებაში, და არ გვინდა რომ ვიყოთ ერთნაირები. ვართ სხვადასხვანაირები, მაგრამ ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე ერთი მიზეზით. ჩვენ ვართ ეროვნული ინტერესების დამცველები რუსთაველის გამზირზე და ყველას აქვს უფლება იდგეს იქ, სადაც დგას, – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს ერთი ხმა და ეს ხმა წაგვართვეს, მაგრამ ეს ხმა ლაპარაკობს რუსთაველის გამზირზე. ეს ხმა აპროტესტებს რუსთაველის გამზირზე. რამდენჯერაც არ უნდა დაგვშალონ, ისევ შევიკრიბებით, რამდენჯერაც არ უნდა სცადონ გაყალბება, ჩვენ არ გავყალბდებით. ჩვენ აქ ვართ ერთიანები თავისუფლებაში. ჩვენ ვართ ერთიანები ჩვენს არჩევანში, მრავალფეროვნებაში, და არ გვინდა რომ ვიყოთ ერთნაირები. ვართ სხვადასხვანაირები, მაგრამ ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე ერთი მიზეზით. ჩვენ ვართ ეროვნული ინტერესების დამცველები რუსთაველის გამზირზე და ყველას აქვს უფლება იდგეს იქ, სადაც დგას. დიალოგში შესვლა არის სწორი ნაბიჯი, მაგრამ თქვენი დამსახურებაა, რომ არჩევნებიდან 12 დღეში ხელისუფლება ოპოზიციასთან ჯდება და ითხოვს მის მოსმენას. თამარ ჟვანია აუცილებლად უნდა მოხვდეს საპატიმროში. ახლა ხელისუფლება ცდილობს, დააჩქაროს პროცესი ცესკოში, სასამართლოში, ყველა ინსტიტუტში მისთვის სასარგებლო შედეგის გასაფორმებლად და პარალელურად გახსნას დიალოგი ხალხთან, ვისაც წარმოვადგენთ ჩვენ მოლაპარაკეკბებზე და ასე ეცადოს ამ პროცესის ჩაკვლას, მაგრამ ეს მათ არ გამოუვათ. ბავშვიც კი ხვდება, რომ მარტო ჟვანია და ცესკო კი არ აყალბებს, ჟვანიაც აყალბებდა, სუს-იც, პროკურატურაც და აღმასრულებელი ხელისუფლებაც. ეს არის რეჟიმი. ჩვენ აქ მხოლოდ ჩვენს არჩევანს კი არ ვიცავთ, ჩვენს მოპარულ ხმას კი არ ვიცავთ, აქ სახელმწიფოებრიობას ვიცავთ – სახელმწიფო არ იქნება იქ, სადაც არჩევნები არ ტარდება“, – განაცხადა მელიამ.

პარლამენტთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ოპოზიციური პარტიები არჩევნებს გაყალბებულს უწოდებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას, ცესკოს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას გადადგომას, საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი წესით დაკომპლექტებასა და „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებას ითხოვენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved