• რეკლამა
  • კონტაქტი
00:24, შაბათი, 17 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნიკა გვარამია – ვინც 2012 წელს ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა – გამიხარდება, თუ არჩევნებს არ დაელოდება, არამედ დიდი აქციების ორგანიზებაში გულმხურვალე მონაწილეობას მიიღებს

ალია ავტორი - ალია
15:51 10-04-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
13,530

ის, ვინც 2012-ში ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა – ამიტომაც გამიხარდება, არჩევნებს თუ არ დაელოდება, არამედ დიდი აქციების ორგანიზებაში გულმხურვალე მონაწილეობას მიიღებს – მხოლოდ აქციაზე დადგომით თუ არ შემოიფარგლება და სხვასაც თუ მოიყვანს, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ნეგატიურად და პოზიტიურად წარსულზე მუდმივად ლაპარაკი გვაშორებს მომავალს და ხელს უწყობს „სტატუსკვოს მუდმივობას, რომელიც ქვეყნისთვის დამღუპველია და მას ბიძინა ივანიშვილი ჰქვია“.

„ბიძინასთვის 2012-ში ხმის მიცემა რომ შეცდომა იყო, ამისი აღიარების მოთხოვნა რას იძლევა, მე არ მესმის. დარწმუნებული ვარ, კარგს არაფერს. მით უმეტეს, შეცდომისთვის ბოდიშის მოხდის მოთხოვნა.

მოიხადა ვიღაცამ ბოდიში, და ამით ან მე რა, ან ჩვენ, ან საქართველოს? თუ უნდა ვინმეს ბოდიშის მოხდა, მისი პირადი საქმეა. საერთოდაც, ბოდიშის თქმა ადამიანის პირადი საქმეა. ბოდიშის არ თქმაც.

ის, ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა.

ამიტომაც გამეხარდება, არჩევნებს თუ არ დაელოდება (ვიცით უკვე, “მომინდება და გადავირჩევ” რომ არ გამოუვიდა), არამედ დიდი აქციების ორგანიზებაში გულმხურვალე მონაწილეობას მიიღებს. მხოლოდ აქციაზე დადგომით თუ არ შემოიფარგლება და სხვასაც თუ მოიყვანს. მოკლედ, როგორც 2012-ში იქცეოდა, ისე მოიქცევა დღესაც.

პროტესტში მისი მონაწილეობა განსხვავდება ჩემისგან: ვიღაცას მისი უფრო სჯერა, ვიღაცისთვის მისი მაგალითი უფრო შთამბეჭდავია, ვიღაცისთვის მისი ქცევა უფრო გადამდებია.

ამიტომ, ბოდიშით თუ უამისოდ, შეცდომის აღიარებით თუ უამისოდ, ჩემთან “დამეგობრებით” თუ უამისოდ, საერთო საქმისთვის წარმატება იქნება, თუ ბიძინას ზუსტად იმ ხარისხით ავნებს, როგორც 2012-ში არგო.

საერთოდაც, გინდა ნეგატიურად, გინდა პოზიტიურად წარსულზე მუდმივად ლაპარაკი გვაშორებს მომავალს და ხელს უწყობს სტატუსკვოს მუდმივობას.

და თუ ვინმეს არ ახსოვს, გავახსენებ: სტატუსკვო ქვეყნისთვის დამღუპველია და მას ბიძინა ივანიშვილი ჰქვია“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი აქციებით ვაჭრობის მიმართულებით საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დასახელდა – Euromoney-ს ჯილდო

18:46 10-16-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში იაპონური ავანგარდული ფოტოგრაფიის გამორჩეული ნამუშევრების პირველი გამოფენა მოეწყო

17:30 10-16-2026
ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო
ახალი ამბები

ისწავლე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენება – თიბისი ტექსკოლაში მიღება დაიწყო

14:54 10-16-2026
Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved