• რეკლამა
  • კონტაქტი
14:18, პარასკევი, 20 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნიკა გოგაშვილის და სოსო გოგაშვილის გამოკითხვა თითქმის ერთდროულად მიმდინარეობს – დეტალები

ალია ავტორი - ალია
13:25 08-30-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
577

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის, შვილი, ნიკა გოგაშვილი მივიდა.

როგორც ცნობილია, გამოკითხვა ორ ეპიზოდს შეეხება. საუბარია, ერთის მხრივ, გოგაშვილის დაკავების დროს ჩატარებულ სპეცოპერაციაზე. გოგაშვილის ოჯახი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა ამ დროს თავად გოგაშვილსა და მისი ოჯახის წევრებზე არაპროპორციული ძალა გამოიყენა, ასევე, მათი თქმით, ჩხრეკა საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ჩატარდა.

მეორე ეპიზოდი ეხება შეხვედრას რუსთავის ციხეში. გოგაშვილის ოჯახის წევრების თქმით, ვიზიტი არასამუშაო საათებში შედგა, ისინი იუსტიციის სამინისტროსგან კადრების გასაჯაროებას მოითხოვენ. მინისტრი ბრეგაძე კი ამტკიცებს, რომ იმ დროს რუსთავის ციხეში სათვალთვალო კამერები გამორთული იყო.

“პირველ რიგში, რაც დღეს აქ ხდება, ეს მხოლოდ ფორმალობაა. ჩვენ ყველანაირ კანონიერ ბერკეტს გამოვიყენებთ, რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ. დღევანდელი ჩემი აქ მოსვლა მხოლოდ იმას ემსახურება, რომ უბრალოდ ფურცლები დაიხარჯება წერით. სავარაუდოდ, იქნება ორ ეპიზოდზე, ჩვენთან სახლში შემოვარდნასა და უკანონოდ ციხეში რომ შეგვიყვანეს. მე მინდა, ვუპასუხო იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს, რომ 7 დღე რომ გამორთულია კამერები, ეს თურმე ხარვეზია, თქვენ წარმიდგინეთ, მაგ ციხეში რომ ეგეთი სიტუაციაა, რა ხდება სხვა ციხეებში”, – თქვა ნიკა გოგაშვილმა.

პარალელურად, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში სოსო გოგაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს. გოგაშვილს ადვოკატ დიმიტრი მჭედლიშვილთან დაკავშირებით კითხავენ. სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მჭედლიშვილი მასთან შს მინისტრის დავალებით, სასურველი ჩვენების მისაცემად მიაგზავნეს.

წყარო – მთავარი არხი

თეგები: ნიკა გოგაშვილისოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!

11:13 02-20-2026
„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

18:07 02-19-2026
რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს

13:47 02-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved