• რეკლამა
  • კონტაქტი
06:13, ხუთშაბათი, 14 აგვისტო, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ნიღაბს იხსნის, მაფურთხებს სახეში და მეუბნება: მიცანი, ბიჭო? კიდევ ერთხელ მაფურთხებს, ეს ფოტოგრაფი უღებს” – რას იხსენებს მერაბ ჭიქაშვილი?

ალია ავტორი - ალია
15:29 06-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,898

თეა წულუკიანის კომისიის სხდომაზე მსახიობ მერაბ ჭიქაშვილს უსმენენ.

მერაბ ჭიქაშვილმა ისაუბრა, როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად ჯერ 2009 წლის 15 ივნისის აქციაზე, შემდეგ კი – პოლიციის სამმართველოში და რა ხდებოდა უშუალოდ საკანში გადაყვანამდე.

მერაბ ჭიქაშვილმა დეტალურად გაიხსენა საკანში შეყვანის ეპიზოდი.

„ვხედავ უკვე, რომ საკანთან ვარ, რა საკანია, დღემდე ვერ ვიხსენებ იმ საკანს, შემდეგ სხვა საკანში შემიყვანეს. უკვე რომ დავინახე საკანი, მესმის ხმა – ჭიქაშვილი არ შეაგდოთ „კამერაში“, ახლა მოვდივართ. მუხლებზე ვარ, ხელებშეკრული ძირს ვგდივარ. კიბეებზე ჩამოირბინა ჩვეულებრივ ფორმაში ახალგაზრდა ბიჭმა და იმ ცნობილმა ფოტოგრაფმა, მთელი აქციების განმავლობაში იყო ასეთი ფოტოგრაფი, ახალგაზრდა კაცი, შემზარავი პიროვნება, რომელიც გვიღებდა ყოველთვის ფოტოებს, ხან სახურავიდან, ხან საიდან და ეს ფოტოგრაფი კარგად ვიცოდით, რადგან ჩვენ მიმართ ის იყო ძალიან აგრესიული და მას რაღაც მასალები თუ ჰქონდა, არ ვიცი. ჩამორბის ახალგაზრდა კაცი, თავზე ნიღაბი უკეთია. მეუბნება: წამოდექი, ბიჭო, ფეხზე. მუხლებზე ვარ, წამოვიწიე. ნიღაბს იხსნის, მაფურთხებს სახეში და მეუბნება: მიცანი, ბიჭო? კიდევ ერთხელ მაფურთხებს, ეს ფოტოგრაფი უღებს. მას ხელში ეჭირა „ქენონის“ ტიპის ფოტოაპარატი, რითიც ის ვიდეოებსაც იღებდა, მაშინ, ეტყობა, მობილურით არ იღებდა, მაგრამ ცალ ხელში მობილური ეჭირა ამ ფოტოგრაფს. ამ ყველაფერს იღებს, ვიცი, რომ ვიდეოს იღებს. მაფურთხებს, მეუბნება კიდევ, მიცანი, ბიჭო? ხმას არ ვიღებ, თვალებში ვუყურებ. საბოლოოდ, იწყებს ჩემს ცემას და მაგინებს, წიხლებით მცემს, უკვე დავვარდი, ვითიშები. შემდეგ ერთი პერიოდი ჩერდება და მეუბნება, ახლა ნახავ, შენ რა მოგივა. უცებ რაღაც პაუზაა და წესრიგდება, ნიღაბს იკეთებს, ალბათ ისევ უკან უნდა ავიდეს, ეს ფოტოგრაფი დგას, ვინც მიღებს, იღებს ტელეფონს და რეკავს: აუ, გაგიჟდები, ახლა რომ ნახო, ეს რა დღეშია, წვერებიანი ჭიქაშვილი, რა დღეშია, გაგიჟდები. ვისაც ელაპარაკება, აშკარად ახლობელია, მაგრამ მისი ზემდგომია. ის იქიდან რაღაცას ეუბნება – დანარჩენები? დანარჩენებიც, მაგრამ ეს არ იცი, რა დღეშია, რას განახებ, არ იცი. შემდეგ ამბობს: აუ, ანახებ ხომ „პირველს?“ „პირველს“ ანახებ? მანდ არის „პირველი?“ ეს სიტყვა მახსოვს. კიდევ მიღებს და ასეთი გამომეტყველებით, ბინძური სახით ბოლოს ადის. აუ, ანახებ ხო? ახლა ნახეთ, რეებს განახებთ, და ეს კაცი ავიდა. შემაგდეს საკანში, სადაც დამხვდა დათო კირკიტაძე, ვახო მენაბდე და ვაკო. რომ მეგონა, რომ რაღაც მორჩა, რადგან არც სასამართლოა, არაფერი არ ყოფილა, გაიყვანეს დათოც, ვახო მენაბდეც და უკვე დადგა დრო, რომ მე გამიყვანონ. ვერ ვხვდები, სად გავყავარ, გამომიყვანეს კორიდორში, სადაც ვხედავ სხვა დაკავებულ ახალგაზრდებს, ჩემს მეგობრებს, კონკრეტულად ჩვენი ორგანიზაციის წევრებს. საკნებიდან გამოჰყავთ სხვები – 400-იანები აქეთ დააყენეთ, ესენი – აქეთ და ჭიქაშვილი მანდ დატოვეთ, ცალკე მიგვყავს. დავინახე, რომ წინა საკნიდან გამოვიდა ჩვენი ორგანიზაციის წევრი, ახალგაზრდა ბიჭი, 17-18 წლის, გიორგი სიხარულიძე. შემომხედა, დამინახა, თვალი ჩამიკრა, გამამხნევა და მითხრა, გეხვეწები, გამაგრდიო. ამის გამო ეს ბიჭი ალბათ დღეს შშმ პირია, რადგან ხერხემლის და ხელის დაზიანება აქვს, ჩემ თვალწინ სცემეს სამაგალითოდ, ამაზე დარდობო?“

თეგები: მერაბ ჭიქაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025
“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025

ბიზნესი

„გრინ კროპს დისტრიბუშენი” – სასათბურე მეურნეობა, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

„გრინ კროპს დისტრიბუშენი” – სასათბურე მეურნეობა, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

13:34 08-13-2025
საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ქალთა სამეწარმეო ექსპოზე რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ქალთა სამეწარმეო ექსპოზე რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი

12:32 08-13-2025
ფრანგული ჭერის 7 უპირატესობა და 1 ნაკლი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო
ახალი ამბები

ფრანგული ჭერის 7 უპირატესობა და 1 ნაკლი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო

16:10 08-12-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა:  ინფლაციაში ადგილობრივი პროდუქტები დომინირებს, ლარი კი წონასწორულ ნიშნულზე სუსტია
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა: ინფლაციაში ადგილობრივი პროდუქტები დომინირებს, ლარი კი წონასწორულ ნიშნულზე სუსტია

14:41 08-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved