• რეკლამა
  • კონტაქტი
09:29, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნიდერლანდების ელჩის ვიზიტი „თეგეტა თრაქ ენდ ბასში“

ალია ავტორი - ალია
11:12 12-08-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

„თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ნიდერლანდების ელჩს უმასპინძლა.  მააიკე ვან კოლდამმა  პირველი ავტომექანიკოსი ქალები მოინახულა, რომლებიც თეგეტამ პროექტის „პროფესიას არ აქვს გენდერი“ ფარგლებში მოამზადა,  ორგანიზაცია „მოძრაობა ცვლილებისთვის“ მონაწილეობით.

კომპანიის წარმომადგენლებმა სტუმრებს “თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ სერვისცენტრი დაათვალიერებინეს. ელჩმა ქალების მიერ სატვირთოს შეკეთების პროცესი შეაფასა,  წარმატება უსურვა და თეგეტასთან და ‘’მოძრაობა ცვლილებისთვის’’ წარმომაგდენლებთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 „თეგეტაში აქტიურად ვმუშაობთ ქალების გაძლიერების მიმართულებით. სიამოვნებით დავთანხმდით ნიდერლანდების საელჩოს მხარდაჭერილ პროექტს -„პროფესიას არ აქვს გენდერი“. მოხარულები ვართ, რომ „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ პირველია საქართველოში, ვინც შეძლო ქალები სატვირთო მექანიკოსებად მოემზადებინა. აღსანიშნავია, რომ ისინი ყოველდღიური საქმიანობით ანგრევენ სტერეოტიპებს და ამტკიცებენ, რომ  შეუძლიათ იყვნენ წარმატებულები ყველა პროფესიაში, სადაც მოისურვებენ,“ –  ირაკლი პაპიაშვილი, თეგეტა მოტორსის სატვირთო, ავტობუსების და მძიმე ტექნიკის მიმართულების დირექტორი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ “თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ქალებს აძლევს საშუალებას დაეუფლონ პროფესიებს, რომლებიც როგორც წესი, მამაკაცების პროფესიებად მიიჩნევა. ჩემი დღევანდელი ვიზიტის მიზანი, სწორედ იმ მნიშვნელოვანი პროექტის შეფასებაა, რომლის ფარგლებში ქალები სატვირთოს მექანიკოსობას სწავლობენ. დღეს ჩემი თვალით ვნახე, რა კარგად შეუძლიათ ქალებს იმუშაონ ამ მიმართულებაში. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ქალს ზუსტად იმავე საქმის კეთება შეუძლია, რაც – კაცს,“ – მააიკე ვან კოლდამი, ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

კამპანიის ,,პროფესიას არ აქვს გენდერი” ფარგლებში ქალებმა „თეგეტა აკადემიაში“ „სატვირთო ავტომობილის აგებულების გრძელვადიანი ტრენინგის“ თეორიული კურსი უკვე წარმატებით დაასრულეს. ისინი ახლა „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ სერვისცენტრში პრაქტიკულ სწავლებას გადიან. ამ ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ კი სამი ქალი სატვირთო ავტომობილის მექანიკოსად დასაქმდება.

თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თრაქ ენდ ბასი 2006 წელს დაარსდა. კომპანიის საქმიანობა მოიცავს სატვირთო ავტომობილების, სამშენებლო ტექნიკის, ავტობუსების, მუნიციპალური და სხვა სახის კომერციული ტრანსპორტის სრულ სერვისს, ასევე რეალიზაციასა და რეალიზაციის შემდგომ საგარანტიო მომსახურებას. თრაქ ენდ ბასი სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მწარმოებელი გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved