ქართველი ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, სოციალურ ქსელ ფეისბუკში სათამაშო ბიზნესისთვის სპორტსმენების მიერ გამოცხადებულ მხარდაჭერას ეხმაურება.
როგორც ჩანადირი წერს, ნიანგის ცრემელების ღვრა და რეკლამის შენარჩუნებისთვის ცნობილი სპორტსმენების გამოყენება ზედმეტად უხერხული და არაეთიკურია
“არავინ უკრძალავს სპორტის დაფინანსებას სათამაშო ბიზნესს.
მხოლოდ რეკლამა იკრძალება და არა საქმიანობა.
თუ სპორტის ასეთი გულანთებული გულშემატკივრები არიან და მართლა აქვთ რაღაც დონეზე მაინც გულწრფელი სოციალური პასუხისმგებლობა, დააფინანსონ.
სხვა შემთხვევაში, ნიანგის ცრემელების ღვრა და რეკლამის შენარჩუნებისთვის ცნობილი სპორტსმენების გამოყენება ზედმეტად უხერხული და არაეთიკურია.
ისედაც უამრავი ადამიანი გააუბედურეს“, – წერს გოგა ჩანადირი.
ცნობისთვის, გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე სპორტსმენებმა სათამაშო ბიზნესს მხარდაჭერა გამოუცხადეს მათ შორის, ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ. მათ მთავრობას მიმართეს, რომ არ მიიღოს ისეთი რეგულაციები, რაც სპორტსმენებისთვის დაფინანსების შეწყვეტას გამოიწვევს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ მთავრობა ონლაინ კაზინოებისთვის ჯერ შეზღუდვების დაწესებას, შემდეგ კი საერთოდ აკრძალვას აპირებს.
მთავრობა ელის, რომ აზარტულ თამაშებზე წვდომა ერთ მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს.
კომენტარები