ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ საგანგებო მოსმენა ჩანიშნეს. იგი 28 იანვარს გაიმართება.
იურისტი, ეკა ბესელია, ტვ პირველთან ამბობს:
“ეს არის უმძიმესი და საგანგაშო პრეცედენტი ქართულ მართლმსაჯულებაში, როდესაც ანტიკონსტიტუციური კანონი გამოიყენა მოსამართლემ და ტროტუარზე დგომის გამო უკვე რამდენიმე ადამიანი პატიმრობაში აიყვანა, ეს ფაქტები საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიღმა არ რჩება. არის არის შემთხვევითი, რომ ძალიან სწრაფად და ძალიან მოკლე დროში ჰელსინკის კომისიას შეიტანა თავისი განრიგიში და დღის წესრიგში საქართველოს თემა.
ეს კომიტეტი არის დიდი გავლენის მქონე, ფაქტებზე დაყრნობით მომუშავე, ძალიან ძლიერი ჯგუფი ჰყავს და ძალიან ძლიერი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ ინფორმაცია იყოს მიწოდებული, ყველა დაინტერესებული საერთაშორისო ფორმატებისთვის და ბუნებრივია, ასეთი მოსმენები უკვე ნიადაგს ამზადებს უფრო ძლიერი სანქციების მისაღებად”, – აცხადებს ეკა ბესელია.














კომენტარები