• რეკლამა
  • კონტაქტი
17:30, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“NGO–ები, უფლებადამცველები და ჟურნალისტებია საქართველოში დემოკრატიის სიცოცხლისუნარიანობის მთავარი საყრდენი” – OSCE

ალია ავტორი - ალია
17:27 10-15-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
106

საქართველოში ეუთოს თავმჯდომარის ვიზიტთან დაკავშირებით, ორგანიზაცია პრესრელიზს აქვეყნებს.

ეუთოს თავმჯდომარემ და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელინა ვალტონენმა საქართველოს ვიზიტი დაასრულა.

თავმჯდომარე ვალტონენი თბილისში შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს, ასევე შეხვედრა გამართა სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან.

მაღალ დონეზე გამართულ შეხვედრებზე ვალტონენმა ხაზი გაუსვა ეუთოს მტკიცე მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის მიმართ. ვიზიტის ფარგლებში მან ასევე მოინახულა საოკუპაციო ხაზი ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან ერთად, სადაც საკუთარი თვალით იხილა 2008 წლის ომის შედეგები.

„საერთაშორისო საზოგადოების უწყვეტი ყურადღება აუცილებელია, რათა პასუხი გაეცეს იმ ადამიანების პრობლემებს, რომლებიც გამყოფი ხაზის სიახლოვეს ცხოვრობენ,“ – განაცხადა მინისტრმა ვალტონენმა და მადლობა გადაუხადა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს, კრისტოფ შპეტს, მისი აქტიური საქმიანობისთვის.

ვალტონენმა ასევე გააჟღერა ეუთოს წევრი სახელმწიფოებისა და ინსტიტუტების შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული მმართველობისა და იმ კანონმდებლობის შესახებ, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების, ჟურნალისტებისა და მედიის თავისუფლებას.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები, უფლებადამცველები და ჟურნალისტები დემოკრატიის სიცოცხლისუნარიანობის მთავარი საყრდენია – ისინი ამხელენ უსამართლობას, ამოძრავებენ ცვლილებებს და აკონტროლებენ ხელისუფლებას.

ვალტონენმა აღნიშნა, რომ მათი ხმა უნდა იყოს არა მხოლოდ გაგონილი, არამედ დაცული და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, იპოვოს გზა კრიზისიდან გამოსასვლელად და აღადგინოს ნდობა დემოკრატიულ ინსტიტუტებში.

მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ეუთო მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს, რათა ქვეყანამ სრულად შეასრულოს თავისი ვალდებულებები უსაფრთხოების სამივე განზომილებაშ, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved