• რეკლამა
  • კონტაქტი
22:56, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“Netflix-მა დიდი ტკივილი მომაყენა“ – ნონა გაფრინდაშვილის მიმართვა

ალია ავტორი - ალია
19:42 12-07-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

“სადავო სცენა Netflix-ის სერიალში არასწორად წარმოაჩენდა ჩემს ყველაზე მნიშვნელოვან კარიერულ მიღწევებს და მსოფლიოში მილიონობით მაყურებლის თვალწინ მცდარი კუთხით წარმომაჩინა. ამან შელახა ჩემი პირადი და პროფესიული რეპუტაცია და შედეგად დიდი ტკივილი მომაყენა – ასე მიმართავს ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი Netflix-ს.  

“ჩემი ცხოვრების თითქმის 70 წელი ჭადრაკს მივუძღვენი. გასაოცარი მონდომება და ერთგულება უნდა გამომეჩინა რომ გავმხდარიყავი წარმატებული სპორტის ამ სახეობაში, რომელიც იმ დროს “მამაკაცების სამყაროს” ნაწილად მიიჩნეოდა. ჩემი პროფესიული კარიერის განმავლობაში, მაქსიმალურად ვცდილობდი და ვიგებდი ყველა შესაძლო თუ შეუძლებელ ტიტულებს, მაგრამ ჩემი ყველაზე ღირებული მიღწევა იყო ის, რომ დავიმსახურე ქართველების და მთელი მსოფლიოს ჭადრაკის თაყვანისმცემლების სიყვარული და აღფრთოვანება, ასევე მამაკაცი მოთამაშეების აღიარება და პატივისცემა. 

რაც შეეხება ჭადრაკს, ეს არის ჩემი სიყვარული და მოწოდება – ჩემი ცხოვრების არსი. ჩემი ცხოვრება და კარიერა ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო. როცა მივხვდი, რომ მე შთავაგონებდი არამხოლოდ ჭადრაკის ახალგაზრდა მოთამაშეებს, არამედ მთლიანად ახალგაზრდა თაობას, ყველაფერი გავაკეთე, რათა მიმეღწია არამხოლოდ ჩემი საჭადრაკო მიზნებისთვის, არამედ ასევე იმისთვის, რომ მეცხოვრა ცხოვრებით რომელიც საუკეთესოდ ემსახურება წარმატებისა და თავმდაბლობის მაგალითს და მთელი მსოფლიოსთვის იმის ჩვენებას, თუ რისი მიღწევა შეუძლია ქალს ძლიერი ხასიათით, მტკიცე რწმენითა და ნათელი მიზნით. 

… და ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ სადავო სცენა Netflix-ის სერიალში არასწორად წარმოაჩენდა ჩემს ყველაზე მნიშვნელოვან კარიერულ მიღწევებს და მსოფლიოში მილიონობით მაყურებლის თვალწინ მცდარი კუთხით წარმომაჩინა. ამან შელახა ჩემი პირადი და პროფესიული რეპუტაცია და შედეგად დიდი ტკივილი მომაყენა,” – ნათქვამია ნონა გაფრინდაშვილის მიმართვაში, რომელიც “კურიერმა” მოიპოვა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
ახალი ამბები

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება

16:26 11-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved