უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, კიევის ყოფილი მიტროპოლიტი და უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი 93 წლისაა და ამ წუთამდე კიევში რჩება.
საპატიო პატრიარქის განცხადებით, ახლა როცა მის ქვეყანაში ომია, ის ნატრულობს იყოს თუნდაც 20 წლით ახალგაზრდა რომ უკრაინულ არმიას მხარში არა მარტო ლოცვით, არამედ ფიზიკურადაც აღოუჩინოს დახმარება.
ფილარეტი მოსკოვის საპატრიარქომ 1992 წელს უკრაინაში რუსეთის ეკლესიისგან დამოუკიდებლობის მოთხოვნის გამო ჯერ განკვეთა შემდეგ კი ანათემას გადასცა! 2018 წელს მსოფლიო საპატრიარქომ ფილარეტს ახსნა ანათემა და დაუბრუნა მღვდელმთავრის ხარისხი, მას შემდეგ იგი უკრაინის ეროვნული გმირის წოდებას ატარებს და უკრაინის საპატიო პატრიარქია.
ინფორმაციას მსოფლიო საეკლესიო სიახლენი ავრცელებს.
კომენტარები