პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:
ტელეკომპანია იმედი აღშფოთებულია, რა სინდისით გვაბრალებენ ბრიტანელები პრორუსობასო. მრისხანე უსტარიც კი მიუწერიათ ბრიტანეთის ელჩისთვის.
არადა, თქვე მამაცხონებულებო, თავი დავანებოთ იმას, რუსეთზე ან მხოლოდ კარგს რომ ამბობთ, ან სულ არაფერს. სამაგიეროდ ოცდაოთხსაათიან რეჟიმში აგინებთ:ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს, შვედეთს, პოლონეთს. ლატვიას, ლიტვას, ესტონეთს და ამერიკასაც. ამ უკანასკნელის გინება ერთხანს ტრამპის ხათრით კი შეწყვიტეთ, მაგრამ რომ არ გაამართლა იმედები, ისევ დაიწყეთ.ევროკავშირი ხომ ქვეყნის მთავარ მტრად გყავთ შერაცხული. ბრიუსელი საგინებელი სიტყვაა უკვე თქვენთვის და კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერი.,უკრაინაზე თუ რამეს ამბობთ, მხოლოდ ცუდს.ზელენსკის ეძახით კლოუნს და ტაკიმასხარას.ოთხი წელია ამტკიცებთ, რომ უკრაინა ომს აგებს და საცაა წააგებს.ოთხი წელია ამტკიცებთ, რომ ეს ომი ზელენსკის და ბორის ჯონსონის ბრალია და არა რუსეთის.სიხარულით გვამცნობთ დღეში რამდენჯერმე, რომ ლიბერალური მსოფლიო წესრიგი აღარ არსებობს და იქვე იმის აღნიშვნაც არ გავიწყდებათ, რომ ამ წესრიგის გამო თურმე ევროპაში ქალი ქალი აღარაა, კაცი კაცი და ბავშვებს სქესს უცვლიან მშობლების დაუკითხავად.მოკლედ, სიტყვასიტყვით იმეორებთ რუსული პროპაგანდის ყველა ნარატივს, კონსპირაციას და შეფასებას.ჰოდა თუ ყველაფერ ამას აკეთებთ (და აკეთებთ ნამდვილად), პრორუსები ხართ აბა ვინ ხართ და ნეტაი რას იპრანჭებით, არ ვართ იმნაირებიო. რომ აყვირდით სანქცირებულ გულზე?
ხართ!














კომენტარები