ნეპალში მეწყერის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა – ამის შესახებ ინფორმციას Reuters ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მაშველებს ცხედრების ნანგრევებიდან გამოყვანა დასჭირდათ.
გამოცემა წერს, რომ სტიქია მოხდა აჰამის რაიონში, დედაქალაქ კატმანდუდან დასავლეთით დაახლოებით 450 კმ-ში. წყალდიდობა და მეწყერი ჩვეულებრივი მოვლენაა ჰიმალაის მთიან რელიეფზე, განსაკუთრებით ყოველწლიური მუსონური წვიმების დროს ივნისიდან სექტემბრამდე.
ოფიციალური მონაცემებით, წელს ქვეყნის მასშტაბით წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად სულ მცირე 70 ადამიანი დაიღუპა და 13 დაიკარგა.
კომენტარები