• რეკლამა
  • კონტაქტი
06:08, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნებაყოფლობითია, თუ იძულებითი სტუდენტისთვის და პედაგოგისთვის აცრა? – ” კონტრაქტებში გაითვალისწინონ ეს” – კერძო კონტრაქტი სახელმწიფოს კარნახით

ალია ავტორი - ალია
20:29 06-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზაფხულის პერიდოში ყველა სკოლის მასწავლებელი, უნივერსიტეტების პერსონალი და სტუდენტები უნდა აიცრას, რომ სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში დაიწყოს.

ვაქცინაციის ოფიცრები ივლიან სკოლებში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში და მსურველებს აცრისთვის ჯავშნის გეკეთებაში დაეხმარებიან.

ამის შესახებ  მან, 15 ივნისს, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ზაფხულში უნდა ჩავატაროთ მაქსიმალური რაოდენობა აცრების, რომ შევხვდეთ უსაფრთხოდ უნივერსიტეტებში სწავლის დაწყებას. ანუ, ყველა მასწავლებელი უნივერსიტეტში და ყველა სტუდენტი, რომელიც მივა უნივერსიტეტში უნდა იყოს ორჯერადად აცრილი. ისევე როგორც ყველა სკოლის მასწავლებელი უნდა იყოს ორჯერადად აცრილი, რომ სკოლა იყოს უსაფრთხო ბავშვებისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა მსჯელობს, ორჯერადად აცრილი პირებისთვის გარკვეული შეღავათები დაწესდეს და  ისინი სავალდებულო ტესტირების ჩატარებისგან გათავისუფლდნენ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში „ფაიზერის“ ვაქცინის რამდენიმე ასეული დოზა არსებობს, რომელიც მძიმე პაციენტების და ასევე საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის გამოიყენება.

„ფაიზერი დარჩა სულ რამდენიმე ასეული დოზა რომელიც იხმარება ორგანოგადანერგილებზე, მძიმე ონკოლოგიურ პაციენტებზე და ასევე ჩვენი სტუდენტებისთვის, ვინც ჩაირიცხა წამყვან უნივერსიტეტებში და მოთხოვნაა, მათ ვცრით“, – აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

ამირან გამყრელიძის მოადგილის, პაატა იმნაძის დაზუსტებით კი, აცრა იძულებითი ღონისძიება არ იქნება.

„რა თქმა უნდა, ეს არ იქნება იძულებითი ღონისძიება, თუმცა, კერძო სასწავლებლებს შეუძლიათ თავიანთ კონტრაქტებში გაითვალისწინონ ეს. ალბათ, იცით, რომ ბევრ ქართველ სტუდენტს, რომელიც საზღვარგარეთ სასწავლებლად მიდის, არ იღებენ, თუ აცრილი არ არის. ეს ნორმალური პრაქტიკაა მსოფლიოში “, – აღნიშნა პაატა იმნაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამირან გამყრელიძეს არ დაუკონკრეტებია, რატომ ცრის საზღვარგარეთის უნივერსიტეტების ქართველ სტუდენეტებს “ფაიზერით”, აკი, ჩინური ვაქცინა სხვა ქვეყნებისთვისაც მისაღებიაო? უნივერსიტეტები ითხოვენ ფაიზერით იყოს სტუდენტი აცრილი? და იმ შემთხვევაში რას გააკეთებს საქართველოს ჯანდაცვის სისტემა, საქართველოს უნივერსიტეტებმა, სკოლებმა, მოსწავლეებმა, პედაგოგებმა და სტუდენტებმა, რომ ფაიზერით მოითხოვოს აცრა?

პაატა იმნაძის თქმით, როგორც ხედავთ, აცრა ნებაყოფლობითია, მაგრამ კერძო სასწავლებლებს შეუძლიათ კონტრაქტში გაითვალისწინონ და ჩაამატონ პუნქტი იმის შესახებ, რომ პირი, რომელსაც უნდა რომ ასწავლოს, ან ისწავლოს – უნდა იყოს აცრილი. გარდა იმისა, რომ ეს პირდაპირი მინიშნებაა კერძო სასწავლებლებისთვის, რას მდგომარეობა იქნება საჯარო სკოლების შემთხვევაში? როგორ არის ის ნებაყოფლობითი, რის გაწერასაც წინასწარ მიანონსებს სახელმწიფო მოხელე კერძო კონტრაქტში? ეს ყოფილა ნორმალური პრაქტიკა მსოფლიოში – მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, ნორმალური პრაქტიკაა, ვაქცინა დროულად მიაწოდონ თავიანთ მოქალაქეებს და თავიდან აირიდონ შემდგომი და შემდგომი ტალღები – მაგალითად, ზაფხულის შემდეგ კი არა, ზაფხულამდე რომ გვყოლოდა ქვეყნის მოსახლეობის 70 პროცენტამდე მაინც აცრილი, ისევ იქნებოდა სექტემბერში მეოთხე ტალღა მოსალოდნელი? ვინ იქნება პასუხისმგებელი იმ მოსალოდნელ ტალღაზე, რომელსაც დღეის მდგომარეობით რამდენიმე ასეული დოზა ფაიზერით ვხვდებით? არ ვსაუბრობთ ჩინურ ვაქცინაზე, რომელიც კრიტიკას, უკვე არაერთი ექიმი ღიადაც აღარ ერიდება.

“ჯანმომ კი დაამტკიცა ჩინური ვაქცინები, მაგრამ ვინც წაიკითხა, ჯანმოს რეზიუმე, ამაში ყველა დამეთანხმება…” – ზაზა წერეთელი
თეგები: ამირან გამყრელიძეპაატა იმნაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved