• რეკლამა
  • კონტაქტი
08:16, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ნავთობის ფასის ვარდნას ვეღარ აჩერებენ, ბენზინი საქართველოშიც კიდევ გაიაფდება

ალია ავტორი - ალია
17:22 11-25-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
153

მსოფლოში ნავთობმა ისევ მკვეთრი გაიაფება დაიწყო. თუკი დაახლოებით ორი კვირის წინ, მსოფლიო ბირჟებზე გაიაფების ტენდენცია სიძვირემ შეცვალა, დღეითვის კვლავ ფასთა კლება ფიქსირდება და მიმდინარე ეტაპზე “ბრენტის” ტიპის ნავთობის ღირებულება 84 დოლარი შეადგენს. “რეზონანსი” შეეცადა გაერკვია, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ნავთობის გაიაფება და მიმდინარე ცვლილების რა გავლენას მოახდენს საქართველოზე?

დაახლოებით ორი კვირის წინ ნავთობის ღირებულება 100-დოლარიან ნიშნულს მიუახლოვდა და 1 ბარელის ფასი 97 დოლარამდე მივიდა. მას შემდეგ ნავთობის ღირებულება ნელ-ნელა იკლებს, თუმცა ბოლო დღეებში ეს მკვეთრად გამოხატული გახდა. დღეს ნედლი ნავთობი 84-დოლარიან ნიშნულზე ჩამოვიდა და არსებობოს კიდევ უფრო გაიაფების პროგნოზიც.

14-15 ნოემბერს “ბრენტის” ტიპის ნავთობის ფასმა 93 დოლარი შეადგია, 16 ნოემბერს – 92 დოლარი ღირდა, 17 ნოემბერს – 89 დოლარი, 18 ნოემრებს – 87 დოლარი. 23 ნოემბერს იგი 85 დოლარამდე დაეშვა, ხოლო გუშინ კი 84 დოლარზე დავიდა.

ნავთობის გაიაფების მიზეზებზე საუბრობს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წევრი პაატა ბაირახტარი და მიუთითებს, რომ ფასის კლების პროცესი ისევ გაგრძელდება.

“ნავთობის გაიაფების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი არის დიდი შვიდეულის ქვეყნების სავარაუდო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უნდა დადგინდეს ზღვრული ფასი რუსულ ნავთობთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსული თავის ნავთობს იმაზე მაღალ ფასად ვერ გაყიდის, ვიდრე ამას განუსაზღვრავენ. რასაკვირველია ეს რიგი ქვეყნებისათვის ნიშნავს შედარებით იაფ ნავთობს, რუსეთისათვის ერთ-ერთი მთავარი იარაღის ხელიდან გამოცლას, რომელიც აქვს ენერგორესურსების ექსპორტისა და რეალიზაციის მიმართულებით. ამან ნავთობის ფასის ჩამოყალიბებაზე ზეგავლენა მოახდინა და ღირებულებამ დაიწყო მნიშვნელოვნად შემცირება. მომავალში გაიაფების პროცესი კიდევ გაგრძელდება.

არსებობს ნავთობის ფასის ვარდნის სხვა მიზეზებიც. მაგალითად, ჩინეთის რამდენიმე პროვინციაში სხვადასხვა სახის, მათ შორის კორონას ტიპის ვირუსები გავრცელდა, რამაც შეზღუდვები გამოიწვია. ეს კი, ნიშნავს ნაკლებ ეკონომიკურ აქტივობას, ნაკლებ მოთხოვნას.

ასევე ზეგავლენა მოახდინა, მსოფლიო წამყვანი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პოტენციურმა მაჩვენებლებმა შემდეგი წლისათვის, რომლის მიხედვითაც, ევროზონის ეკონომიკა მხოლოდ 5%-ით გაიზრდება, პირველადი პროგნოზი კი გაცილებით მაღალი იყო. რასაკვირველია, რომ განსხვავებული მონაცემები და დაბალი მაჩვენებლები ნიშნავს ნავთობის ნაკლებ მოხმარებს”, – განუცხადა “რეზონანსს” ბაირახტარმა. იგი ფიქრობს, რომ საქართველოს საცალო ქსელში ფასები კიდევ უნდა შემცირდეს.

“ნებისმიერ შემთხვევაში, ადგილობრივ ბაზარზე ფასების შემცირება უნდა დაიწყოს. არაბრენდირებულ კომპანიებში ეს პროცესი მუდმივად მიმდინარებს. სამწუხარო არის ის, რომ 5 ბრენდირებული კომპანია და `პორტალი”, რომელიც ცდილობს მეექვსე იყოს, რეალურ საფასო პოლიტიკას არ აწარმოებენ, თუმცა ვიმედოვნებ, ყველა სადგურებზე გავრცელდება დადებითი ეფექტი”, – დასძინა პაატა ბაირახტარმა.

გაიაფება და სტაბილიაციაა, ბოლო პერიოდში, საქართველოს საბითუმო ბაზარზეც და ღირებულების კიდევ შემცირებას ვარაუდობენ. საერთაშორისო მიმართულებით კი, როგორც “გლობალური სავაჭრო ჯგუფის” გენერალური დირექტორი ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, პროგნოზის გაკეთება რთულია.

“ფაქტობრივად, არაპროგნოზირებადი მდგომარეობაა ნავთობის მოთხოვნა- მიწოდებასთან დაკავშირებით. ამიტომ მისი ფასი მუდმივად ცვალებადია, მაგრამ ძირითადში, ჯერ მაინც რჩება მაღალ ნიშნულზე.

რაც შეეხება კონკრეტულად აღნიშნულ გაიაფებას, ჯერ უნდა გავიხსენოთ, რომ აქამდე ნავთობზე საკმაოდ მაღალი ფასი ფიქსირდებოდა – თითქმის 100-დოლარიან ნიშნულზე იყო მისული, თუმცა შემდგომ ნახტომისებური ვარდნა დაიწყო და როდემდე გაგრძელდება ეს ტენდენცია ან მომავალში რა იქნება, ამაზე საუბარი რთულია.

პირველი დეკემბრიდან ძალაში შედის რუსული ნავთობის და ნავთობროდუქტების ემბარგოს საკითხი. ასევე, ინფორმაცია გავრცელდა, რომ საუდის არაბეთი აპირებს ნავთობის წარმოების გაზრდას. ამის პარალელურად, ჩინეთიდან წამოსულმა ინფორმაციამ, რომელიც უკავშირდება შეზღუდვებს, ნავთობის ფასის ზრდა შეაჩერა. ამას დაემთხვა ინფორმაცია, რომ `ოპეკი პლუსი” აპირებს ნავთობის წარმოების ზრდას, ეს რამდენად დადასტურდება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი”, – განაცხადა “რეზონანსთან” ვანო მთვრალაშვილმა და დასძინა, რომ დიდი ალბათობით, ბენზინზე ღირებულების კლება ისევ გაგრძელდება და სავარაუდოდ, 5 თეთრით კიდევ გაიაფდება.

„რეზონანსი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved