• რეკლამა
  • კონტაქტი
10:48, სამშაბათი, 21 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ნაცმოძრაობის ყველა მომხრე, ასევე მათი ყველა მოკავშირე პარტია, სააკაშვილის ხელისუფლების დანაშაულების თანამონაწილეები ხდებიან” – ამირან სალუქვაძე

ალია ავტორი - ალია
20:11 11-20-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
406

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

,,სააკაშვილის დღევანდელი ბოდვები

1. ძალიან დიდ გულზეა დღევანდელ საქართველოში. მისი დროის საქართველოში განსხვავებული აზრის კი არა, კამერაში ხმამაღლა ლაპარაკის გამო პატიმრებს ძვლებს ულეწავდნენ.

როგორ იძია შური სულხან მოლაშვილზე სააკაშვილის კორუფციის შესახებ მასალების პროკურატურაში გადაცემის გამო და როგორ აწამეს, მხოლოდ სააკაშვილის ფანატიკოსებს არ სურთ გაგება. შესაბამისად, თანამონაწილეები არიან.

2. ვარდების რევოლუციაზე იცრუა. ეს იყო შევარდნაძის ხელისიფლების შიდაკლანური გადატრიალება, ანუ ვარდების გადატრიალება. ფორმალურად არჩევნების გაყალბების მოტივით მოხდა. ანუ ხალხს ასე ეგონა.

სინამდვილეში წარმოუდგენელი რამ მოხდა: ნახევარი პარლამენტი, ანუ პროპორციული სიით, თავიდან აირჩიეს, ხოლო მაჟორიტარები იგივე დატოვეს.

სააკაშვილს და ნაცმოძრაობის ძველ სახეებს ეკავათ წამყვანი თანამდებობებო ან მთავრობაში, პარლამენტში და მოქალაქეთა კავშირში. შესაბამისად სრულად არიან პასუხისმგებელნი შევარდნაძის პერიოდზე.

3. აჭარის მოვლენებზე იცრუა. არანაირი თურქეთი და აშშ. პუტინმა ჩაახუტა აჭარა, მეორედ ჩამოფრინდა (პირველად ვარდების გადატრიალებაზე დაულაგა), რაც მასვე აქვს აღიარებული – იმავე დღეს დაურეკა პუტინს და უპატაკა.

უფრო ის გაიხსენოს, 2004-2008 წლებში 30-40-ჯერ რა საკითხებზე შეხვდა პუტინს და ისიც გვითხრას მისი უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე პუტინი რატომ შეწუხდა, თუ ასე ეშინია სააკაშვილის?

4. ცხინვალის მოვლენებზეც იცრუა. ეს იყო სააკაშვილის და მისი კრიმინალი მინისტრის, ოქრუაშვილის და კიდევ რამდენიმე პირის მიერ ცუდად მომზადებული, უფრო სწორად საერთოდ მოუმზადებელი ავანტიურა. შედეგები ვიხილეთ.

5. პატარკაციშვილს შეუძლია ყველაფერი მიაწეროს, ის პასუხს ვეღარ გასცემს, მაგრამ ტელევიზიის ყველაზე არადემოკრატიული მეთოდებით დახურვას რომ თავი დავანებოთ, ჟურნალისტების მიწაზე დაყრა, მათ შორის ორსულების, და ხელკეტებით გასწორება, აპარატურის დალეწვა რა კავშირში იყო იმ ბოდვასთან, რაც დღეს იბოდიალა?

ბრალი მას განა ბადრი პატარკაციშვილის გამო წაუყენეს? ტელევიზიის დარბევას და უფლებამოსილების გადაჭარბებას ედავებიან.

6. სააკაშვილის და მისი თანაპარტიელების კომენტარები კიდევ ერთხელ გვიდასტურებენ იმ გარემოებას, რომ მათ წარსულიდან დასკვმმნები არბგამოუტანიათ.

მთავარი. იქედან გამომდინარე, რომ სააკაშვილი დღეს ისევ მათი ბელადია, სააკაშვილის მთავარი შემსრულებლები დღეს ისევ პოლიტიკაში არიან, ნაცმოძრაობის ყველა მომხრე, ასევე მათი ყველა მოკავშირე პარტია, სააკაშვილის ხელისუფლების დანაშაულების თანამონაწილეები ხდებიან.”

თეგები: ამირან სალუქვაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სიმსივნიანი პაციენტები წამალს ვერ ვიღებთ”; “მარტოხელა პენსიონერს, კვლევა არ დამიფინანსეთ”; “37 წლის, 2 შვილის მამამ სამსახური ვერ ვიშოვნე” – წერილები მერს
ახალი ამბები

“სიმსივნიანი პაციენტები წამალს ვერ ვიღებთ”; “მარტოხელა პენსიონერს, კვლევა არ დამიფინანსეთ”; “37 წლის, 2 შვილის მამამ სამსახური ვერ ვიშოვნე” – წერილები მერს

17:33 10-20-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

რატომ არის მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თანამედროვე მედიცინაში?
ახალი ამბები

რატომ არის მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თანამედროვე მედიცინაში?

18:07 10-20-2025
თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა

15:38 10-20-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved