“გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის კვიპროსში გამგზავრებას ასე ეხმაურება:
„პარტიის ერთი არაფორმალური მმართველი, მოგეხსენებათ, არ არის ქვეყანაში და ამიტომ მის “მინისტრებს”, “ნაცმოძრაობის მინისტრებს” უწევთ თავიანთ “პრემიერ-მინისტრთან” ჩასვლა სხვა ქვეყანაში. ისინი არ იმართებიან ქვეყნის შიგნიდან, ისინი იმართებიან ისე, როგორც იმართებიან. ზოგადად, “ნაცმოძრაობა” უცნაურ პარტიად ჩამოყალიბდა – არსებობს ხალხი შიგნით, რომლებიც ერთმანეთს აკრიტიკებენ, ეჩხუბებიან, სხვადასხვა პარტიები არიან თითქოს, მაგრამ რჩებიან ერთ პარტიაში”
კომენტარები