• რეკლამა
  • კონტაქტი
20:03, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ნაცმოძრაობა“, როგორც მორიელი, ზურგზე აღარასდროს უნდა დავასვათ ქართულ საზოგადოებას – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
11:14 07-06-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
132

„ნაცმოძრაობა“ თავიდანვე იყო პოლარიზებული საზოგადოებასთან, მთელი ცხრა წლის განმავლობაში, როცა ხელისუფლებაში იყო და რა თქმა უნდა, ეს პოლარიზაცია შემდეგაც დარჩა ძალაში, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას.

მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა „ნაცმოძრაობა“ მაქსიმალურად განეიტრალდეს პოლიტიკურ სისტემაში.

„უკვე პოლიტიკურ პარტიებს თუ ვეხებით, პოლარიზაცია გადმოვიდა „ქართულ ოცნებას“, ანუ მმართველ ძალასა და „ნაცმოძრაობას“ შორის. ვიდრე „ნაცმოძრაობა“ იქნება მეტ-ნაკლებად ძლიერად წარმოდგენილი ამ პოლიტიკურ სპექტრში, მანამდე, რა თქმა უნდა, ეს პოლარიზაცია გვექნება. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ „ნაცმოძრაობა“ მაქსიმალურად განეიტრალდეს პოლიტიკურ სისტემაში. მათ შორის, შემდეგი ორი წელიც უნდა იყოს გამოყენებული ამისათვის. ეს ყველაფერი მარტივი არ არის, თუმცა ჩვენი მხრივ, ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა განხორციელდეს ერთობლივად „ნაციონალური მოძრაობის“ განეიტრალება და დეპოლარიზაცია, როცა ევროპელები ხელისუფლებას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ახალი კოაბიტაციისკენ მოუწოდებენ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხელისუფლებამ საზოგადოების განწყობის მიხედვით უნდა იმოქმედოს.

„მე მგონი, ჩვენ არავინ არ მოგვიწოდებს, რომ მორიელი დავისვათ ზურგზე. იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით მორიელის ბუნება, ცნობილი იგავ-არაკის მიხედვით. ჩვენ ყველა შემთხვევაში, საზოგადოების განწყობის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ და არავის არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ზურგზე დაგვაჯდეს და ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებაზეც“ არ არის საუბარი. „ნაცმოძრაობა“ არ უნდა დავასვათ ზურგზე ქართულ საზოგადოებას მეორედ. სამწუხაროდ, ეს რეალობა გვქონდა ცხრა წლის განმავლობაში და ეს რეალობა აღარ უნდა დავაბრუნოთ. „ნაცმოძრაობა“ ზურგზე, როგორც მორიელი, აღარასდროს აღარ უნდა დავასვათ ქართულ საზოგადოებას, რომელმა 308 ევროპარლამენტარმაც არ უნდა მოგვიწოდოს აქეთკენ. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ქართული საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა კობახიძემ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, როგორ უნდა მოხდეს „ნაციონალური მოძრაობის“ განეიტრალება, კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ პროცესზე და საზოგადოების ძალისხმევაზე.

„ნაცმოძრაობამ“ ევროკავშირის თემის გამოყენებით კიდევ ერთხელ სცადა თავის წამოყოფა-მომძლავრება, თუმცა საბოლოო ჯამში, ეს მცდელობა ჩაუვარდათ. ჩვენ ეს ვნახეთ ბოლო აქციის შემდეგ და ასე უნდა გავაგრძელოთ. ანუ, „ნაცმოძრაობას“ არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ რამენაირად მოღონიერდეს. ასეთ შემთხვევაში, მერწმუნეთ, 2024 წლისთვის „ნაცმოძრაობა“ არსებითად დასუსტებული შეხვდება საპარლამენტო არჩევნებს. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებში 60-70% -ს აიღებს?! დემოკრატიულ სისტემაში, რა თქმა უნდა, ასეთ შედეგს ვერც ერთი ხელისუფლება ვერ იღებს. მით უმეტეს, როდესაც უკვე 12 წელი იქნება გასული ხელისუფლებაში მოსვლიდან. რა თქმა უნდა, ეს ასე არ იქნება, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ დასუსტება ჯანსაღ ოპოზიციურ ძალებს მისცემს პოლიტიკაში თავის დამკვიდრების საშუალებას. ეს უნდა იყოს სასურველი შედეგი. დეპოლარიზაციისკენ გზაც ზუსტად ამაზე გადის, რომ „ნაცმოძრაობა“ ჩანაცვლდეს ჯანსაღი ოპოზიციური ძალებით პოლიტიკურ სისტემაში“, – განაცხადა კობახიძემ.

შეკითხვაზე, ესმით თუ არა ასე დეპოლარიზაცია ევროპელ პარტნიორებს, კობახიძემ აღნიშნა, რომ იმედი აქვს, მათაც ასე ესმით, რადგან ეს არის ობიექტური რეცეპტი, რაც ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved