• რეკლამა
  • კონტაქტი
23:34, სამშაბათი, 17 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნაცმოძრაობა მთავარი ოპოზიციური ძალა კი არა, ოპოზიციურიც კი არ არის” –

ალია ავტორი - ალია
23:45 02-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

ლევან ჯავახიშვილი

“ალიას” ესაუბრება ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი.

– ბატონო ზაზა, საერთაშორისო  კვლევებით, საქართველო  იმ ქვეყნების ათეულშია, რომელთა მოქალაქეებიც ყველაზე ინტენსიურად ითხოვენ უცხოეთში თავშესაფარს. სომალის და კამერუნის გვერდით ვართ უკვე. დაიცალა ქვეყანა, ახალგაზრდები გარბიან უცხოეთში სამუშაოდ, ქვეყანაში შრომისუნარიანი ადამიანები აღარ რჩებიან, ყველა უცხოეთში ეძებს სამუშაოს. რა ხდება ჩვენს თავს?

– იძულებით გააქციეს ასეულ ათასობით ჩვენი მოქალაქე საზღვარგარეთ, რადგან ვინც გარბის, მათთვის აქ დარჩენა ან შიმშილით სიკვდილის ტოლფასია, ან მხოლოდ პურის ფულის, ოჯახის გამოკვებისთვის საჭირო ფულის შოვნის პერსპექტივა გააჩნიათ და სხვა არაფერი. ეს პროცესი წინა ხელისუფლების დროს დაიწყო, მაგრამ მაშინ შუა ხნის ადამიანები წავიდნენ ემიგრაციაში და აქ არჩენდნენ შვილებსა და  შვილიშვილებს, მომავალ თაობას. დღეს უკვე ახალგაზრდები გარბიან. კაცო, ბიძინა ივანიშვილი არ იყო, ხალხს  გამოუცხადა, ბილეთებს ჩვენ აგიღებთ ჩვენი ხარჯით და წადით გერმანიაში სამუშაოდო? ამის მერე რაღა გიკვირს? ათეულში კი არა, პირველ ადგილზე რომ არ ვართ, მე ის მიკვირს. არც ერთი ხელისუფლება არ ექცევა ხალხს ისე, როგორც ჩვენი. ხალხს ყველანაირი პერსპექტივა ჩაუკლეს, რომ დარჩნენ აქ და იმუშაონ, განვითარების ყველა საშუალება მოუსპეს. ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყანა გაანადგურა – ფინანსურად, სამართლებრივად, განათლებისა და ნებისმიერი კუთხით. სააკაშვილის რეჟიმის შემდეგ, ნამდვილად არ მეგონა, თუ  ვინმე მოვიდოდა და მისნაირად გაანადგურებდა ქვეყანას. ჩვენი აზრით, ივანიშვილმა სააკაშვილს ამ საქმეში აჯობა კიდეც. ქვეყანაშია საშინელი კორუფცია, საშინელი უიმედობა და ოლიგარქის მმართველობა, ოლიგარქის პირადი მცველების მმართველობა და ამან მიგვიყვანა ქვეყნის დეგრადირებამდე. აქედან გამომდინარე, ადამიანებს გაცნობიერებული აქვთ, რომ აქ არაფერი სასიკეთო არ შეიძლება მოხდეს და გარბიან. თუ ივანიშვილის პირად დაცვაში და მის პირად სტომატოლოგად არ გიმუშავია, არავის არ უნდიხარ. რაც ხდება, მარტო ხელისუფლების ბრალი არ არის. ხალხმა ეს არჩევანი თვითონ გააკეთა. მიდიან არჩევნებზე და 20-50 ლარის გამო ხმას აძლევდნენ ჯერ “ნაცმოძრაობას”, მერე “ქართულ ოცნებას” და ეს უკვე სამოქალაქო საზოგადოების ბრალია. ამ 50 ლარად ქვეყანას უკუნეთში აგდებენ, ამაზე არც ფიქრობენ.  ბევრი გაჭირვებული ადამიანი იღებს ფულს არჩენებზე და ამ ფულით ოჯახისთვის საკვებს ყიდულობს ან კომუნალურებს იხდის, მაგრამ იმაზე არ ფიქრობენ, რომ ერთხელ უარი თქვან ფულზე და შეცვალონ ხელისუფლება. როდემდე უნდა  იყონ ასეთ მათხოვრულ ყოფაში? ხომ ხედავენ, რომ არჩევნებიდან არჩევნებამდე ამ  50 თუ 100 ლარის აღებით მათთვის უკეთესობისკენ არაფერი იცვლება. პირიქით, უარესდება ყველაფერი, გაძვირდა ყველაფერი ქვეყანაში და მათი მდგომარეობაც გაუსაძლისი გახდა, ერთხელ უარი თქვან იმ ფულზე და ადგნენ, ხმა ღირსეულ ადამიანებს მისცენ და შეცვალონ ქვეყნისა და საკუთარი მდგომარეობაც. ამათი ბრალია ეს ყველაფერი, ამ ადამიანების ბრალია. ასევე,  იმ პარტიული ტელევიზიების ბრალია, რომელთაც შექმნეს ისეთი გარემო და ხალხს დააჯერეს, რომ ამ ქვეყნად მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა არსებობს – “ნაცმოძრაობა” და “ქართული ოცნება”. მხოლოდ ამ პარტიებს და მათ მიმდევრებს აქვთ მათი ტელეეთერით სარგებლობის უფლება. “იმედი” 24 საათი “ნაცების” კრიტიკისა და ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” “გათეთრების” მეტს არაფერს აკეთებს, “მთავარი არხი” და “ტვ-პირველი” პირიქით, “ნაცმოძრაობის” მეხოტბეობასა და “ქართული ოცნების” კრიტიკაში არიან. სამივე ტელევიზია მანიპულირებს ხალხის გონებაზე. “იმედი” არწმუნებს ხალხს, თუ სააკაშვილი, ეს ბუა მოვა ხელისუფლებაში, დავიღუპებითო. “მთავარი არხი” და “ტვ-პირველი” არწმუნებენ ამ ხალხს, რომ “ქართული ოცნების” ალტერნატივა, მთავარი ოპოზიციური ძალა “ნაცმოძრაობაა” და სხვა არავინ. ამით ორპოლუსიანი სისტემა შექმნეს და სხვა პოლიტიკურ ძალებს გზა გადაუკეტეს ხელისუფლებისკენ. არადა, შეიძლებოდა, რამდენიმე წესიერი  პოლიტიკური პარტია გამოჩენილიყო, რომლებიც ამ ორპოლუსიანობას დაასრულებდნენ, შევიდოდნენ პარლამენტში, ამ ძალად შექმნილ სიმახინჯეს, კოაბიტაციას დაასრულებდნენ და შექმნიდნენ კოალიციურ მთავრობას. ჩვენ ვხედავთ, რომ “ნაცმოძრაობა” გარიგებაშია ივანიშვილთან, ყველა არჩევნების შემდეგ ეს პარტია იშლება მარტივ მამრავლებად, მისი წევრები გარბიან პარტიიდან და აკეთებენ იმას, რაც ივანიშვილს უნდა. “ნაცმოძრაობის” ლიდერები დედას იგინებოდნენ, რომ პარლამენტში არ შვიდოდნენ, მაგრამ შეცვივდნენ პარლამენტში, მოსხდნენ თბილ სავარძლებში და დღეს “მთავარი არხი” და “ტვ-პირველი”, რომლებიც მოღალატეებს ეძახდა მათ, ვინც პარლამენტში შევიდა, დღეს ხალხს ეუბნებიან, კარგია, რომ “ნაცმოძრაობა” შევიდა პარლამენტშიო. ისევ არწმუნებენ ხალხს, რომ მთავარი ოპოზიციური ძალაა “ნაცმოძრაობაა”. ბიძინა ივანიშვილს სხვებთან ერთად “გაუპრავეს” გაყალბებული არჩევნები და როგორღაა მთავარი ოპოზიციური ძალა?  მთავარი კი არა, ოპოზიციური  პარტიაც არ არის. იმ თამაშს თამაშობს მუდამ, რომელიც ივანიშვილს აწყობს. ვიდრე ესენი გარიგებულები იქნებიან, ერთად განაგრძობენ ამ ქვეყნის ნგრევა-გაპარტახებას.

თეგები: ზაზა ხატიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი  სხდომა გაიმართება – დეტალები
ახალი ამბები

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება – დეტალები

15:53 06-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 06-17-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა

13:11 06-17-2025
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის
ახალი ამბები

სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის

12:46 06-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved