• რეკლამა
  • კონტაქტი
17:47, ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:54 02-26-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

ქრონიკული დაავადებების დროული აღმოჩენა და სწორად მოვლა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ხშირად, პირველივე სიმპტომებზე, ექიმთან წასვლას არ ვჩქარობთ ხოლმე, ან თვითმკურნალობას ვცდილობთ, ეს კი მდგომარეობას საგრძნობლად ამძიმებს.
მედიცინის დოქტორი, ნინო ბაჩიაშვილი, თერაპევტ–გასტროენტეროლოგია, 23 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, 3 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და 15 სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორია, ასევე, საქართველოს გასტროენტეროლოგთა და ჰემატოლოგთა ნაციონალური საზოგადოების წევრი და ევროპის გასტროენტეროლოგთა ასოციაციის წევრი. დღეს ის უყვება „ალიას“ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომებზე, გამომწვევ მიზეზებსა და პრევენციაზე, ასევე დიაგნოსტირებისა და მკურნალობის მეთოდებზე.

 

– რა არის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და როგორია მისი სიმპტომები?

– გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (გნს, IBS) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევაა. გნს გამოვლინდება უპირველესად მუცლის შებერილობით, ტკივილით მუცლის მიდამოში და ნაწლავის მოქმედების ანუ პერისტალტიკის დარღვევებით,
კერძოდ, ფაღარათისა და ყაბზობის მონაცვლეობით. ზოგჯერ განავლოვან მასებში შერეულია ლორწო, ან მასებს აქვს მკვრივი დანაწევრებული ფორმა, ასევე შესაძლებელია არაფორმირებული ფაფისებური მასების არსებობა. რომის მე-4 კონსესუსის კრიტერიუმების მიხედვით ზემოაღნიშნული სიმპტომები მეორდება მინიმუმ ერთჯერ კვირაში და გრძელდება 3 თვეზე მეტხანს. აქვე უნდა ვთქვა, რომ ნაწლავის ორგანული ცვლილების (ანთება, წყლული ან სიმსივნური წარმონაქმნი) გამოვლინება არ ხდება.

– გამომწვევი მიზეზები ამ დაავადების დადგენილია?

– გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის გამომწვევი ზუსტი მიზეზი დღესაც ბოლომდე დადგენილი არ არის, თუმცა რამდენიმე ფაქტორი ზრდის ამ დაავადების განვითარების ალბათობას.

  • პირველ რიგში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფსიქონევროლოგიურ ფაქტორებს: სტრესი, შფოთვა და დეპრესია, რომელიც ზემოქმედებას ახდენს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე, რაც შემდგომში იწვევს ნაწლავის სპაზმებს. ასევე ძილის დარღვევები და ნევროზული მდგომარეობები რამდენჯერმე ზრდის გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის განვითარების რისკს.
  • წარსულში არსებული ნაწლავური ინფექციები: ვირუსები და ბაქტერიები აზიანებენ ნაწლავის ნერვულ წნულს, რაც იწვევს ხანგრძლივ ჰიპერმგრძნობელობას (მაგ., ჭარბი აირებისგან გადაბერილი ნაწლავის კედელი გადაიჭიმება და პაციენტი ზედმეტად მტკივნეულად აღიქვამს ამას).
  • ანტიბიოტიკებისა და სხვა მედიკამენტების მიღება: არღვევს მიკრობიოტას ბალანსს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დისბიოზი და ნაწლავის ფუნქციური დარღვევები.
  • არაჯანსაღი კვება: მარტივი ნახშირწყლებით მდიდარი დიეტა იწვევს ნაწლავში დუღილს და შებერილობას. ცხარე და ცხიმიანი საკვები, ყავა და ალკოჰოლი აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, არღვევს მის რიტმს.
  • გენეტიკური წინასწარგანწყობა: გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ოჯახური ისტორია ზრდის მისი განვითარების რისკს. ფუნქციური კუჭ-ნაწლავის დარღვევების ოჯახური ისტორიის მქონე ადამიანებში სიმპტომები შეიძლება უფრო ადრე გამოვლინდეს და უფრო მძიმედ მიმდინარეობდეს.
  • სქესი და ასაკი: ქალებში გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით 1.5-დან 3-ჯერ უფრო ხშირად ვლინდება , ვიდრე მამაკაცებში. ეს დაკავშირებულია ქალის სასქესო ჰორმონების გავლენასთან კუჭ-ნაწლავის მოძრაობასა და ტკივილის მგრძნობელობაზე. ყველაზე ხშირად ვლინდება 25-დან 45 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. თუმცა, დაავადება ასევე გვხვდება მოზარდებსა და ხანდაზმულებში.
  • მჯდომარე ცხოვრების წესი: ფიზიკური უმოქმედობა არღვევს პერისტალტიკას, იწვევს აირების დაგროვებასა და შეკრულობას, ასევე და სისხლის მიმოქცევის შენელებას მცირე მენჯში.
  • გასათვალისწინებელია ასევე თანმხლები დაავადებების არსებობა: ფიბრომიალგია, ჰიპოთირეოზი, შაქრიანი დიაბეტი და აუტოიმუნური პათოლოგიები (ცელიაკია), რომლებიც ზოგჯერ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის (IBS) სახით შენიღბულია.

– პირველივე კითხვის პასუხში ახსენეთ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედება – ეს საკითხი დეტალურად რომ აგვიხსნათ, რა კავშირი აქვს ნაწლავის მუშაობას ტვინთან და ნერვულ სისტემასთან?

– საინტერესო შეკითხვაა. მინდა მოგახსენოთ, რომ საუკუნეზე მეტია რაც მეცნიერებმა შეისწავლეს სტრესის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და აღმოაჩინეს კავშირი ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის. კერძოდ, ტვინიდან სხეულზე, მათ შორის ნაწლავებზე ბრძანებები გადაეცემა ავტონომიური ნერვული სისტემის ნერვული გზებით და სისხლის მიმოქცევის ჰუმორული სისტემებით. ორივე ეს საკომუნიკაციო არხი აქტიურდება სტრესის დროს და გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებაზე. ბოლო ორი ათწლეულია, რაც მკვლევარებმა დაიწყეს საპირისპირო – „ქვემოდან ზემოთ“ ურთიერთობის განხილვა – ანუ მათ აღმოაჩინეს, რომ ნაწლავს, უფრო კონკრეტულად კი, ნაწლავის მიკრობიოტას შეუძლია გავლენა მოახდინოს ტვინის ფუნქციონირებაზე. დღეს მეცნიერები უკვე საუბრობენ ე.წ. საკომუნიკაციო ღერძების არსებობის შესახებ , მაგ., „ნაწლავ-ტვინის“, „ნაწლავ-ფილტვის“, „ნაწლავ- თირკმლის“ და ა.შ.

ნაწლავსა და ტვინს შორის კომუნიკაცია ხდება პერიფერიული ნერვული სისტემის ნერვული დაბოლოებებიდან „ცდომილი ნერვის“ ანუ ვაგუსის გზის გავლით ჰიპოთალამუსამდე, რომელიც აქტიურდება ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური ზემოქმედებისას და იწვევს „სტრესულ რეაქციებს“. მაგ. ნაწლავის მიკრობიოტაზე ძლერი ანტიბიოტიკების ზემოქმედებისას ვითარდება მიკრობიოტას წონასწორობის დარღვევა , წარმოიქმნება ჭარბი აირები, ტოქსიური ნივთიერებები, რომლებიც ზემოქმედებენ ნაწლავის კედელზე და შედეგად ვითარდება ე.წ. „სტრესული რეაქცია“.

სწორედ ამიტომ, მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ გნს მკურნალობა მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას. გასტროენტეროლოგებთან ერთად ფსიქოთერაპევტებისა და ნევროლოგების ჩართულობა მნიშვნელოვანია, რაც მოიცავს კოგნიტიურ-ქცევითი თერაპიის კურსების ჩატარებას, ასევე რელაქსაციის ტექნიკის გამოყენებას, ანტირდეპრესანტებისა და სხვა სპეციალური მედიკამენტების დანიშვნას.

– რომელია ის სიგნალი, რომლის დროსაც, გადაუდებლად უნდა მიმართოს პაციენტმა ექიმს?

– პაციენტები ხშირად მიმართავენ თვითმკურნალობას, იყენებენ სიმპტომურ საშუალებებს (სპაზმოლიზური, მეტეორიზმის საწინააღმდეგო მედიკამენტები), რასაც ნაწილობრივ შეუძლია მდგომარეობის გაუმჯობესება. თუმცა გნს-ის სიმპტომების გახანგრძლივება, კერძოდ კვირაში 1-2 ჯერ მუცლის ტკივილისა და შებერილობის არსებობა, რომელიც ბოლო 3 თვის განმავლობაში არ მცირდება და სიმპტომური საშუალებების ფონზე არ უმჯობესდება მდგომარეობა, საჭიროა მიმართოს გასტროენტეროლოგს, რათა ჩატარდეს შესაბამისი კვლევები, დაზუსტდეს დიაგნოზი და დაინიშნოს ადეკვატური მკურნალობის სქემა.

– როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტირება? მკურნალობა?

– პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია პაციენტის გამოკითხვას, ანამნეზის ანუ დაავადების ისტორიის დეტალურ შესწავლას, რაც გვაძლევს ინფორმაციას, გამოვავლინოთ კავშირი სტრესულ სიტუაციებთან, ასევე გადატანილ ინფექციურ დაავადებებთან, დავადგინოთ თანმხლები დაავადებების არსებობა და მიმდინარე რეჟიმში რა მედიკამენტებს იღებს პაციენტი. ასევე რა ტიპისაა მუცლის ტკივილები, კვებასთან კავშირი, დეფეკაციის სიხშირე, ფეკალური მასების კონსისტენცია და ა.შ.
შემდგომ გადავდივართ დიაგნოსტიკურ კვლევებზე, რაც მოიცავს ლაბორატორიული კვლევების გარკვეულ ჯგუფს, ასევე მუცლის ღრუს ულტრასონოგრაფიას, კოლონოსკოპიას მიზნობრივი ბიოფსიებითა და მასალის ჰისტომორფოლოგიური შესწავლით, ასევე საჭიროა გამოირიცხოს ნაწლავის ქრონიკული ანთებითი დაავადებები, ცელიაკია. ცხადია, კვლევები ინიშნება საჭიროების მიხედვით და ინდივიდუალურია.

მკურნალობას რაც შეეხება, ანამნეზისა და კვლევების შემდეგ, დგება კონკრეტული პაციენტისთვის მკურნალობის კურსი, ზოგადად კი, ეს მოიცავს ფაღართის ან შეკრულობის კორექციას შესაბამისი მედიკამენტებით, ასევე სპაზმოლიზური საშუალელების ჩართვას, ადსორბენტებს, პრობიოტიკებს, ანტიდეპრესანტებსა და ნეიროლეპტიკურ საშუალებებს.

– რა როლი აქვს ამ დაავადების მართვაში ცხოვრების წესს? არის შეზღუდვები? მაგალითად, ალკოჰოლის, გაზიანი და კოფეიიანი სასმელის?

– გნს-ის მართვაში უდიდესი როლი ენიჭება კვების რეჟიმის დაცვას, წილადურ კვებას, პროდუქტებში ჭარბი ნახშირწყლების შეზღუდვას, სითხეების სწორი რაოდენობით მიღებას, ღამის საათებში კვების აკრძალვას. რაც შეეხება თქვენს ჩამოთვლილ სასმელებს, დიახ, გნს-ის გამოწვევაში ერთ–ერთ მნიშვნელოვან მაპროვოცირებელ ფაქტორებს წარმოადგენენ.

– არსებობს თუ არა გენეტიკური წინასწარგანწყობა ამ სინდრომის მიმართ?

– გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს (IBS) აქვს მემკვიდრეობითი კომპონენტი, სადაც გენეტიკური წინასწარგანწყობა (60-ზე მეტი კანდიდატი გენი) ურთიერთქმედებს გარემო ფაქტორებთან. მთავარ როლს ასრულებენ სეროტონინის მეტაბოლიზმის მარეგულირებელი გენები (მაგალითად, SLC6A4), იმუნური პასუხის გენები(TNFSF15) და ნერვული სისტემის ფუნქციონირება. მემკვიდრეობითობა ზრდის რისკს,

–პროფესიულ მითებზე მინდა გკითხოთ, ვიცი ბევრია, მაგრამ რომელია ყველაზე დამაზიანებელი მითი ადამიანის ჯანმრთელობისთვის?

– პაციენტების გამოკითხვისას ხშირად ვისმენ  ხალხში გავრცელებულ პოპულარულ მითებს, თითქოს მუცლის ტკივილი, ან ფაღარათი დამოკიდებულია ე.წ. “ჰაერის ცვლილებაზე”, ან წყლის თვისებებზე”, რაც რეალურად არასწორია. “ჰაერის ცვლილებას” თუ გავაიგივებთ მაგალითად, გეოგრაფიული სარტყელის ცვლილებას, მოგზაურობას ან გადაადგილებას დიდ მანძილზე , ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს ე.წ. მოგზაურთა ნაწლავთან, რაც მუცლის შებერილობით, ყრუ ტკივილით და შესაძლოა ყაბზობა-ფაღარათის მონაცვლეობით გამოვლინდეს.

თუმცა, ჯანმრთელობისთვის ყველაზე დამაზიანებელი მითია – წყალბადის ზეჟანგის გამოყენება დასალევად მუცლის ტკივილისთვის, რაც კატეგორიულად არ შეიძლება, აღნიშნული ნივთიერება აგრესიულად მოქმედებს პირის ღრუს და კუჭის ლორზოვანზე, იწვევს ეროზიებს და აღრმავებს ტკივილს.

– და ბოლოს, რატომ ნიუ ჰოსპიტალსი?

– ჩვენი კლინიკა ერთერთი წარმატებლი კლინიკაა საქართველოში.  პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ გვყავს ძალიან ძლიერი ექიმთა და მედ-პერსონალთა გუნდი. ასევე “ნიუ ჰოსპიტალსი” აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით, ლაბორატორია უსწრაფესად გვაწვდის პასუხებს, რაც ერთობლიობაში გვაძლევს სწრაფი და ზუსტი დიაგნოსტირების საშუალებას. ეს კი საშუალებას გვაძლევს პაცინტს შევურჩიოთ მკურნალობის შესაბამისი სქემა. აქვე მინდა დავსძინო, რომ “ნიუ ჰოსპიტალსს” აქვს ფართო პროფილი და ადგილზე მუშაობს ყველა ძირითადი დარგის სპეციალისტი. კლინიკას აქვს მომსახურების ყველა დონე – ეს ნიშნავს იმას, რომ გვაქვს საშუალება, მივიღოთ ნებისმიერი სიმძიმის და დაავადების მქონე პაციენტი და გავუწიოთ შესაბამისი დახმარება კლინიკიდან გაუსვლელად.

(R)

თეგები: ნინო ბაჩიაშვილინიუ ჰოსპიტალსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“ნაწლავ–ტვინი” – რა კავშირია ნერვულ სისტემასა და ნაწლავის ფუნქციონირებას შორის? – ნინო ბაჩიაშვილი

15:54 02-26-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026

14:27 02-26-2026
ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:16 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved